ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გიული ალასანია - ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესები გვაქვს, მაგრამ სტრესული აშლილობა დაკავშირებულია სწორედ სააკაშვილის პატიმრობასთან

ნახვები: 595 გიული ალასანია - ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესები გვაქვს, მაგრამ სტრესული აშლილობა დაკავშირებულია სწორედ სააკაშვილის პატიმრობასთან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ნევროლოგმა დეპრესიასთან დაკავშირებულ კითხვას კვალიფიციური პასუხი გასცა.

გიული ალასანიას თქმით, ნევროლოგს დიაგნოზში უწერია ყველაფერი, რაზეც დღეს სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას ილაპარაკა.

„ნევროლოგმა რა ჩვენებაც მისცა, ჩემთვის ცნობილი იყო, რადგან ამის შესახებ თავის დიაგნოზში უწერია. პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახალი არ იყო. რა თქმა უნდა, მძიმე ავადმყოფია, ამას რამდენი ხანია, ვიმეორებ. ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესები გვაქვს, ცხოვრება არ გამოდის სტრესების გარეშე, მაგრამ გააჩნია სტრესის სიმძიმეს, ხარისხს. ვფიქრობ, ამაზე ძალიან კვალიფიციურად და კარგად გასცა პასუხი, რომ სწორედ ამ მონაკვეთში მიღებულ სტრესზეა ლაპარაკი. სტრესული აშლილობა დაკავშირებილია სწორედ პატიმრობასთან და კონკრეტული შემთხვევებიც გვქონდა მითითებული, როდის შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას განაცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ უარესდება იმ პირობებში, სადაც ის იმყოფება.

„მოთხოვნა არის მისი გადაყვანა. იმ პირობებში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესება ხდება და არავითარი გაუმჯობესება არ არის. ფაქტია, ამას თვითონ ის ექიმები ამბობენ, ვის ხელშიც არის, ისინი არ უარყოფენ. გრძელდება წონის კლება და ყველანაირი მახასიათებელი ბევრად გაუარესებულია, ვიდრე შესვლის დროს იყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა