ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბენ ჰოჯესი:ყველა, ვინც დემოკრატიაზე ზრუნავს, უნდა იყოს გაერთიანებული და ძალიან შეშფოთებული, როდესაც რომელიმე ჟურნალისტს აპატიმრებენ

ნახვები: 620 ბენ ჰოჯესი:ყველა, ვინც დემოკრატიაზე ზრუნავს, უნდა იყოს გაერთიანებული და ძალიან შეშფოთებული, როდესაც რომელიმე ჟურნალისტს აპატიმრებენ

ნებისმიერი ჟურნალისტის დაპატიმრება რამისთვის, გარდა აშკარა კრიმინალური საქმიანობისა, პრობლემურია, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. ჰოჯესს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.

როგორც ბენ ჰოჯესმა აღნიშნა, ქვეყანაში ჟურნალისტს პოლიტიკური მიზეზებით თუ აპატიმრებენ, ამის გამო, შეშინებული უნდა იყვნენ სხვა ჟურნალისტებიც.

„არსებობს მიზეზი, რის გამოც აშშ-ის კონსტიტუციაში დამფუძნებელმა მამებმა, კონსტიტუციის ავტორებმა ჩაწერეს, რომ პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის არსებითი ელემენტი. ვფიქრობ, ნებისმიერი ჟურნალისტის დაპატიმრება რამისთვის, გარდა აშკარა კრიმინალური საქმიანობისა, პრობლემურია. ვგულისხმობ, რომ ჟურნალისტს თუ აპატიმრებენ პოლიტიკური მიზეზებით, ამის გამო, ქვეყანაში შეშინებული უნდა იყოს ყველა სხვა ჟურნალისტიც, განურჩევლად იმისა, რომელი ორგანიზაციისთვის მუშაობთ ჟურნალისტები. ყველა, ვინც დემოკრატიაზე ზრუნავს, უნდა იყოს გაერთიანებული და ძალიან შეშფოთებული, როდესაც რომელიმე ჟურნალისტს აპატიმრებენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვგულისხმობ ავტოსაგზაო შემთხვევას ან რამე სახის კრიმინალურ საქმიანობას, არამედ თუკი ხელისუფლებას არ მოსწონს, რას წერენ ან რას ამბობენ ისინი, მაშინ ვფიქრობ, ეს არის საფრთხე, რომელზეც საჭიროა რეაგირება“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ბენ ჰოჯესი:დარწმუნდით, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხართ, რადგან უკრაინა ომიდან გამარჯვებული გამოვა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა