მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

გიული ალასანია: არ მგონია, „ხალხის ძალაში“ პროგნოზირების განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ადამიანები იყვნენ

16.01.2023 ნახვები: 619

"მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ, მაგრამ არ მგონია, „ხალხის ძალაში“ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც პროგნოზირების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან" , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ხალხის ძალის“ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს“. განცხადების თანახმად, სააკაშვილი თავის „პატრონებს“ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს.

„მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ. ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა ამას ცდილობენ. მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, არ მგონია, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც რაღაც პროგნოზირების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა.

ალბათ, ამ შინაარსის განცხადებას შესაშინებლად აკეთებენ, ყველას ერთად აშინებენ. იმ ამერიკელებს უქნევენ თითს, ალბათ. აბა ახლა, ჩვენ ვართ პატრონები და ჩვენ რომ ვერ გვიგულისხმებენ ამ კონტექსტში, ეს ხომ ნათელია.

რაღა უნდა დაემართოს, მოწამლულია ადამიანი. მოწამლული იმისთვის ხომ არ არის, რომ გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ სწორედ იმისთვის მოწამლეს, რომ მოკლან“,- განაცხადა  ალასანიამ.

 

სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება- "ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა