გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ევროკავშირის ელჩი - შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით

ნახვები: 590 ევროკავშირის ელჩი - შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით

საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ საქართველოში ყველა პატიმრის ყველა უფლება იყოს დაცული, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრებისას შეეხო თუ არა პოლიტპატიმრების თემას“.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მას და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალიან ღია და გულწრფელი საუბრები აქვთ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ღია, გულწრფელი საუბრები და ჩვენ ვუსმენთ საქართველოს მთავრობის მოსაზრებებს, ისევე როგორც სხვადასხვა მოსაზრებას საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეხედულებებსა და ჩვენი წევრი ქვეყნების მგრძნობიარობას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უფრო და უფრო ვეთანხმებით ერთმანეთს ყველა საკითხზე, რათა თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სიურპრიზები წლის ბოლოს. ვიმედოვნებ ესაა მიმართულება, რომლისკენაც მივდივართ. ჩვენი მოსაზრებაა, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ საქართველოში ყველა პატიმრის ყველა უფლება დაცული იყოს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ჰერჩინსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ არსებული ცნობების გამო შეშფოთება გამთქვა.

ამასთან, ელჩი გულწრფელად იმედოვნებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

„საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე რისი თქმაც მსურს, ისაა, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს სასამართლო პროცესი სწრაფად დასრულდება და ამასობაში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს მათი პასუხისმგებლობაა, პატივი სცენ ყველა პატიმრის ყველა უფლებას, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის“, - დასძინა ევროკავშირის ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა