მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციური დეპარტამენტის იურისტს - ტერმინი „ჭკუასუსტობა“ დიდი ხანია არ გამოიყენება და გთხოვთ, ამოიღოთ ხმარებიდან

ნახვები: 603 მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციური დეპარტამენტის იურისტს - ტერმინი „ჭკუასუსტობა“ დიდი ხანია არ გამოიყენება და გთხოვთ, ამოიღოთ ხმარებიდან

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ სუბიექტური ხართ და პაციენტის დისკრიმინაცია გინდათ" , - ასე მიმართა ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა პენიტენციური დეპარტამენტის იურისტს ნიკა აბრამიშვილს მას შემდეგ, რაც მან ჯიშკარიანს ჰკითხა, ადასტურებს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს გამოხატული ჭკუასუსტობა ანუ დემენცია.

მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, ტერმინი ჭკუასუსტობა დიდი ხანია აღარ იხმარება და მისი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ პაციენტისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს.

„ჭკუასუსტობა - ტერმინი, დიდი ხანია არ გამოიყენება და გთხოვთ, ამოიღოთ ხმარებიდან ეს ტერმინი. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ხასიათობრივ მიმართებას გამოხატავს პაციენტისადმი და მინდა გითხრათ, რომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ სუბიექტური ხართ და პაციენტის დისკრიმინაცია გინდათ. რაც შეეხება დემენციას, ბევრჯერ დაგიდასტურეთ უკვე.

ამასთან, დაუზუსტებელი დემენცია რითია გამოწვეული, თუ დაადგენთ, ახლა ამოწურული იქნება პრობლემა და სააკაშვილს ვუმკურნალებდით. დაუზუსტებელი დემენცია, რითია გამოწვეული - ამ შემთხვევაში ინტოქსიკაცია დგას ალბათობის მაღალ კატეგორიაში. მაგალითად, ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ჩვენი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სხვა ქიმიური ნაერთებიც არის გამოსარიცხი. რომ დავაზუსტოთ, რითია გამოწვეული [დემენცია],გვჭირდება სრული ტოქსიკოლოგიური კვლევა, მათ შორის ქიმიური და რადიაქტიური ნაერთების“,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა