ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

საგარეჯოში დაღუპულთაგან ერთ-ერთი, პოლიციის თანამშრომელია

ნახვები: 598 საგარეჯოში დაღუპულთაგან ერთ-ერთი, პოლიციის თანამშრომელია

წუხელ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ფაქტის დროს, როდესაც 49 წლის, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ადამიანი მოკლა და ხუთი დაჭრა, ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომელი - ოთარ ღვინაშვილია.

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ნოდარ ათუაშვილის გასროლის შედეგად დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა“, - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში, მომხდარი ფაქტის შედეგად, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, ნოდარ ათუაშვილმა, 5 ადამიანი მოკლა და ხუთი დაჭრა.

ათუაშვილმა თვითლიკვიდაცია განახორციელა. 

ადგილობრივებმა არ იციან თუ რა გახდა თავდასხმის მიზეზი. ამბობენ, რომ პირს იცნობდნენ, იყო საკმაოდ ჩაკეტილი, არ კონტაქტობდა მეზობლებთან და ეზოში ან მაღაზიაში თუ შეხვდებოდნენ მას შემთხვევით. ამაზე მეტი კომუნიკაცია მათ თავდამსხმელთან არ ჰქონიათ. ასევე, იციან, რომ ის იყო სამხედრო მოსამსახურე.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა