ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

„ნაპოლი“ იტალიის პირველი წრის ჩემპიონია

ნახვები: 590 „ნაპოლი“ იტალიის პირველი წრის ჩემპიონია

„ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ში „სალერნიტანასთან“ პირველი წრის ბოლო ტურის მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 2:0.

საქართველოს ნაკრების თავადმსხმელს სერიოზული არაფერი სჭირს, გაციებულია, მაგრამ ნეაპოლელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ექიმების რეკომენდაციით, პირველი წრის ბოლო მატჩში, რომელიც „ნაპოლიმ“ გასვლაზე ჩაატარა, ქართველი შემტევი დაასვენა.

ნეაპოლელებმა მასპინძელთა კარი 35-ე წუთზე აიღეს, მაგრამ ვიქტორ ოსიმენს ვიდეორეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირა და შესანიშნავი გოლი არ ჩაუთვალეს. თუმცა, 45+2-ე წუთზე ზამბო ანგისას გადაცემის შემდეგ, ჯოვანი დი ლორენცომ „სალერნიტანას“ გაუტანა და „ნაპოლიმ“ ტაიმი 1:0 მოიგო.

ოსიმენმა თავისი მაინც გაიტანა. 47-ე წუთზე ელიფ ელმასის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, ნიგერიელმა თავდამხმელმა კი დამატებაზე ზუსტად დაარტყა და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე მე-13 გოლი ჩაიწერა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა – 2:0.

იტალიის სერია A-ში გამართული 19 მატჩის შემდეგ „ნაპოლიმ“ 50 ქულა დააგროვა, რაც კლუბის ისტორიაში პირველ წრეში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა