კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავს

ნახვები: 522 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავს

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ. ამის შესახებ მათ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი იწყებენ პროცესს, რომელიც დიდ გამარჯვებამდე მივა.

„დღეს პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტული საზოგადოება თუ აკადემიური წრეები, ეროვნული მოძრაობის და უზენაესი საბჭოს წევრები ყველანი ერთად ვდგავართ და ჩვენ გვაერთიანებს ერთი რამ - ძლიერი საქართველოს იდეა ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად. გვაერთიანებს სწორედ ის, რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ბოლო ათწლეულების მანძილზე. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალას უნდა, რომ ეს არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ამ არჩევანს გადახედოს. ისინი გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ღალატობენ ქართველი ხალხის ნებას და გვეუბნებიან, რომ თურმე რუსეთი უკეთესი ყოფილა, ვიდრე ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ძლიერი საქართველოს მშენებლობა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით, რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ, ეს ჩვენზე ვერ იმუშავებს ვერც ერთ შემთხვევაში, ამიტომ გთავაზობთ 24 თებერვალს შევიკრიბოთ მთელი საქართველო რუსთაველზე, იმისთვის, რომ პირველ რიგში ერთმანეთს გავაგონოთ, რომ არანაირი დეზინფორმაცია ჩვენზე არ მუშაობს და ჩვენი ურყევი ნება არ გადაიხედება არასდროს და შევიკრიბოთ იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს ვუთხრათ - როგორ მედგრადაც ყოველდღიურად თქვენთან ერთად იბრძვიან ჩვენი ბიჭები, ისე მედგრად ამაყი და მამაცი ქართველი ერი დგას თქვენს გვერდით და ჩვენი გმირების პატივისცემისთვის შევიკრიბოთ, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებს „ქართული ოცნება“.

ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ბიჭებო! მადლობა, რომ ასე მამაცად იცავთ ჩვენი ერის ინტერესებს ფრონტზე, რომელიც არის საქართველოს ფრონტი და არა უკრაინის ფრონტი. ფრონტზე, რომელიც არის ცივილიზებული სამყაროს ფრონტი ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად დამარცხდება. ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომელიც მივა დიდ გამარჯვებამდე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა