ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

2023 წლის იანვრიდან თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი

ნახვები: 601 2023 წლის იანვრიდან თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი

თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში  მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი.

 

მგაზვრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით, ასევე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

 

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია თელავის თიბისის ფილიალებში.

 

სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია მხოლოდ ბარათის წამკითხველი თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.

 

მგზავრობის საფასური თელავში 1 ლარი იქნება. შეღავათები გავრცელდება თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებზე  და  თელავის საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე: მგზავრობის ღირებულება იქნება 50 თეთრი. იმისათვის რომ მოსწავლემ/სტუდენტმა შეძლოს შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა საჭიროა იქონიოს თიბისი ბანკის სტუდენტის ან მოსწავლის ბარათი. შეღავათის გავრცელება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.

 

ცლილება ტრანსპორტში საფასურის ბარათით გადახადაზე თელავში 16 იანვრიდან ამოქმედდა.

 

პერსონალური ბარათები

 

მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება  შეღავათიანი ტარიფები  (განახევრებული ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე  დატანილია ბარათის მფლობელის სახელი,  გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება თელავის მუნიციპალიტეტის მიერ.

იმგზავრე ბარათით საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

 

იმგზავრე ბარათით საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე - https://link.tbc.ge/3GKKH8Y

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა