ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კალიფორნიაში შვიდი ადამიანია მოკლული

ნახვები: 602 კალიფორნიაში შვიდი ადამიანია მოკლული

კალიფორნიაში, ორ ლოკაციაზე სროლის შედეგად მოკლულია შვიდი ადამიანი. ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა სან ფრანცისკოს მახლობლად მდებარე ქალაქ ჰალფ მუნ ბეიში მოხდა. რაიონის შერიფის ცნობით, ეჭვმიტანილი, 67 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაკავებულია. მისი მოქმედების მოტივი უცნობია.

სროლა სოკოს ფერმასა და სატვირთო-გადამზიდი კომპანიის ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ფერმიდან დაახლოებით ორ მილში მდებარეობს.

შეგახსნებთ, რომ კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში გასულ კვირას მასობრივ სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც შტატის გუბერნატორმა, გეივინ ნიუსამმა აღნიშნა, ჰალფ მუნ ბეიში მომხდარი სროლის დროს ის მონტერეი პარკში თავდასხმის შედეგად დაშავებულების მოსანახულებლად ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

„ტრაგედია ტრაგედიის შემდეგ“, – დაწერა გუბერნატორმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა