ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობაში“ თუ არ იციან, როგორ დაიშალონ, კარგი მაგალითის აღება „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება

ნახვები: 594 იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობაში“ თუ არ იციან, როგორ დაიშალონ, კარგი მაგალითის აღება „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, ნუ გაწყვეტენ მრავალწლიან ურთიერთობებს, სჯობს, პარტიის დაშლაზე იფიქრონ, რომ ეს ურთიერთობები ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას გულშემატკივრობს.

„მანქანა ვინ ვის აჩუქა და ვინ ვის რა გაუკეთა, მგონი, ეს ჩემი გასარჩევი არ არის. ჩემი პარტიიდან ეს ყველაფერი მშვენივრად ჩანს, ჩვენ ხომ „ნაცმოძრაობის“ დაშლას ვგულშემატკივრობთ, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებისთვის ეს ყველაფერი კარგად არ გამოჩნდება. ყველასთვის სჯობს, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩუმად დაიშალოს, ჩხუბის და რაღაცების გარეშე. თუ მაინც და მაინც არ იციან, ზუსტად როგორ დაიშალონ, მგონი, კარგი მაგალითის აღება „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება – დაშლა უხმაუროდ და კვალიფიციურად, მათ იციან. ვფიქრობ, რომ პარტიაში პოლიტიკური ტემპერატურა ჯერ კიდევ ისე აიწევს, რომ შემდეგ ურთიერთობის ისე გაგრძელება ვითომ არაფერი მომხდარა, სწორი არ იქნება. ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და მგონი, ამ პარტიის მოღონიერებისთვის შიდა ბრძოლაზე უფრო მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაა. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ ასეთი სახით არჩევნებამდე მივიდეს, მგონი, დაშლა სჯობს და ასპარეზი სხვა ძალებს მისცეს, რაც მიხეილ სააკაშვილისთვისაც კარგი იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა