ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ირაკლი ზარქუა - „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე“ - ამ „ობრაზშია“ ჩემი „ხაბე"

ნახვები: 596 ირაკლი ზარქუა - „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე“ - ამ „ობრაზშია“ ჩემი „ხაბე"

“ვეფხისტყაოსანი" გვაჩუქეს პარლამენტში, ერთი ალბათ "ხაბესაც" შეხვდა და იქ არის ხატაეთის ბრძოლის ეპიზოდი - „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე.." აი, ამ “ობრაზშია“ ჩემი „ხაბე“ შესული, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს - მაქსიმუმ შეუძლია, როგორც თვითონაც თქვა, რომ "გადავატრიალოთ, გადმოვატრიალოთ - ლოგინში", - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის „მზად არის სააკაშვილი ფიზიკურად გამოიხსნას".

ზარქუას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ყველა ავთანდილია რომ ჰკითხო, ტარიელი ერთი ჰყავთ“.

„წინასაახალწლოდ, პარლამენტს ერთმა ღვთისნიერმა კაცმა "ვეფხისტყაოსნები" დაგვირიგა საჩუქრად, ეტყობა ხაბეიშვილსაც შეხვდა და იქ არის ერთი [ეპიზოდი] ხატაეთის ბრძოლის, „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე..." აი, ამ „ობრაზშია" ჩემი "ხაბე" შესული და ეგ არის და ეგ, თორემ თვითონაც იცის და მისმა მიმდევრებმაც, რომ რევოლუციის რესურსი არ აქვს. მაქსიმუმ ეს შეუძლია, როგორც თვითონაც თქვა, რომ „გადავატრიალოთ, გადმოვატრიალოთ - ლოგინში".

წინასაარჩევნო კამპანია აქვთ და რა სიტყვების წყობას დააბრეხვებს, ამაზე ნუ გავაკეთებთ აქცენტირებას, მივუშვათ. ყველა ავთანდილია რომ კითხო, ტარიელი ერთი ჰყავთ. თავიდან ბოლომდე ეს პარტია მოგვწონს თუ არა, გაკოტრებულია და დაცლილი ყოველგვარი რესურსისგან. „ხაბე“ რომ თავმჯდომარეობის კანდიდატია და ასე მგონია, რომ გამარჯვებულიც, ხომ წარმოგიდგენიათ იქ რაზეა საუბარი. გამოწვევებია მსოფლიოში და უბრალოდ, კარგ ხასიათზე რომ ვიყოთ, უნდა ვუყუროთ, მეტი არაფერი, რა დაგვრჩენია, რასაც ესენი ერთმანეთს უშვრებიან, პირდაპირი მნიშვნელობით, აქ სიტყვათა წყობა „უკეთებენ“ არ გამოვა”, - განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა