ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის გამო

ნახვები: 621 უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის გამო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევჰენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა.

„უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ქალაქ კიევის, ლვოვის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და გოსტომელისთვის გენერატორების მიწოდების გამო, ასევე საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამებისთვის, რომლის გაგრძელება 2023 წელსაც იგეგმება.

მანვე ცალკე მადლობა გადაუხადა უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ უკრაინა რუსული აგრესიის გამო.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორების წრეს, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან და თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას.

„ამ კონტექსტში მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამო. თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა მინისტრის მოადგილე დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთში ფრენების აღდგენას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პერებიინისმა ასევე დააყენა საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხი და მოუწოდა, განიხილონ მისი სამკურნალოდ უკრაინაში, ან მესამე ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული სამშვიდობო ფორმულის განხორციელებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა და ასევე დადებითად აღნიშნეს უკრაინულ-ქართული საპარლამენტთაშორისი დიალოგის გააქტიურება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა