სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ნიკოლოზ სააკაშვილი - მოსამართლე დაუყოვნებლივ მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი

ნახვები: 630 ნიკოლოზ სააკაშვილი - მოსამართლე დაუყოვნებლივ მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი ითხოვს მოსამართლე გიორგი არევაძე კლინიკა „ვივამედში“ მივიდეს.

 

როგორც ნიკოლოზ სააკაშვილი აცხადებს, ექიმობა არაა საჭირო მისი შვილის მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად.

 

„ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მოგვიწოდებს, განსაკუთრებით დედას - გიულის მოვიდეს და დაარწმუნოს პაციენტი რომ იკვებოს და მიიღოს მკურნალობა. მაშინ, როცა მიშა თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში და დღეს რეანიმაციას საჭიროებს, ალოგიკურია! გასაოგნებელია, როდესაც შეშინებული მედიკოსები მაშველ რგოლად იხმობენ დედას და ოჯახს. თუ კლინიკას ვერ ძალუძს პაციენტის მოვლა მაშინ თვით „ვივამედიც“ აქტიურად შეუერთდეს ექსპერტების მოთხოვნას მიშას გაყვანაზე. თუ ესეც არ შეგიძლიათ გადმოგვეცით ოჯახს მიშა და ჩვენ მოვუვლით ბოლოსდაბოლოს ექიმები ვართ. და კიდევ ერთი - მოსამართლე დაუყოვნებლივ მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი. დიდი ექიმობა არაა საჭირო მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად და გადაწყვეტილების მისაღებად“, - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა