ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ანა ნაცვლიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა

ნახვები: 593 ანა ნაცვლიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა - პარტიასთან, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება თავად იმ ფაქტს, რომ ლევან ხაბეიშვილი გახდა თავმჯდომარე, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ის არჩევნები, რაც ჩატარდა "ნაციონალურ მოძრაობაში", არის ამ პარტიის მხარდამჭერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მას არ შეაფასებს.

„თუმცა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის, „ლელო" ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, როგორ ვხედავთ სამომავლოდ ურთიერთობას თუ პარტნიორობას. ჩემი შეფასებით, სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში," გაიმარჯვა წარსულმა და არა მომავალმა და მომავლის ხედვებმა. „ლელო" ორიენტირებულია მომავალზე, საქართველოს დასავლურ, უსაფრთხო მომავალზე და შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მომავლისკენ სვლას. პარტიასთან, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, ჩვენ თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება იმას, თუ მომავალში როგორ განვითარდება პროცესები, თუ დავინახავთ, რომ რაიმე რადიკალურ ცვლილებას და მომავალზე ორიენტირებას, საუბრით ყველასთან ვსაუბრობთ, მაგრამ სტრატეგიული თანამშრომლობის წინაპირობებს და რესურსებს ახლა ნამდვილად არ ვხედავ პარტიასთან, სადაც წარსულმა და წარსულის მეთოდებმა გაიმარჯვა, რომელიც არც მაშინ მომწონდა და არც ახლა მომწონს ამ ხელისუფლების პირობებში”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ რამდენად შეიძლება ითანამშრომლოს „ლელომ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან და აღნიშნა, რომ არ იცის, „საიდან მომდინარეობს ეს მოარული ხმები“.

„ის პარტნიორობა, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალებთან გვქონდა და მომავალშიც გვექნება, ყოველთვის იყო საჯარო, ჩვენ არ დაგვიმალავს, ვისთან ვხედავდით და მოვძებნეთ საერთო პოლიტიკური ენა. ეს ენა მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნების ფარგლებში, რა თქმა უნდა, არ გულისხმობდა სრულ თანხვედრას, მაგრამ საერთო პოლიტიკური ენის მოძებნის რესურსი არსებობდა. დღეს, როცა თავად პარტიაში ასეთი პროცესები წარიმართა და წარსულმა გაიმარჯვა, ამის რესურსს ვერ ვხედავთ”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა