ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,590 over past day
ADF down 267 out of 295 drones used by Russia to attack Ukraine overnight
SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit

ლევან ხაბეიშვილი: მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ

ნახვები: 640 ლევან ხაბეიშვილი: მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ

იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან, მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების პროცესი იმართება.

 

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესი დროულად დასრულდეს. მისივე განმარტებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი მძევლობაში და ტყვეობაშია, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერ იქნება.

 

“მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჯანდაცვის კრიმინალი მინისტრი და იუსტიციის მინისტრი რომ უზის და აყალბებენ, მათ შორის კონკრეტულ დოკუმენტაციას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ხელები მიემტვრევათ იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს. პირდაპირი მნიშვნელობით ხელები მიემტვრევათ. ამიტომ, დღეს, ცხადია, წარმოდგენილი ვარ სასამართლოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მალე მორჩეს. ისედაც ამდენი ხნის განმავლობაში გაიწელა და ყველა ვხედავთ, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაჩქარდეს, პროცესი იწელება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად იცოდეს, არანაირი სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი არ და ვერ იქნება, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი მძევლობაში და ტყვეობაშია. შესაბამისად, გადაწყვეტილება აქვს მისაღები პრეზიდენტის სიკვდილსა და პრეზიდენტის გადაყვანას შორის. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გაიაზროს, რომ თავმჯდომარის არჩევნები დასრულდა, ენმ-ს მხარდამჭერებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს და ხალხს ჰყავს მთავარი მტერი- ბიძინა ივანიშვილი და გაჭირვება.

 

“ამაზე რომ ვკონცენტრირდეთ, ეს არის მნიშვნელოვანი და ვინმეს თუ უბრალოდ კინკლაობა უნდა, ეს მისი საქმეა”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა