ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე - ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს

ნახვები: 601 სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე - ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს

არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Bloomberg-ის კითხვას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას შეეხებოდა.

როგორც Bloomberg წერს, „სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, Bloomberg-თან ინტერვიუში არ საუბრობს თავის გეგმებზე“, თუმცა ამბობს, რომ არ ფიქრობს, „ცალკეული შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს“.

ამასთან, მედიასთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „დადგა დრო ევროპის მიერ სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად“.

ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა ვერ დაუშვებს კიდევ ერთ მარცხს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, რაც მისივე განცხადებით, რუსეთს გამბედაობას შემატებს, საქართველო მისი ამბიციებისთვის „რუხ ზონად“ მოიაზროს.

„თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილი, ვიცი, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც არ ვასრულებთ, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ წინსვლა გვჭირდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა