ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

უკრაინის ომბუდსმენი: რასაც ფოტოზე და ვიდეოზე ვხედავთ არის უკრაინის მოქალაქის წამება

ნახვები: 590 უკრაინის ომბუდსმენი: რასაც ფოტოზე და ვიდეოზე ვხედავთ არის უკრაინის მოქალაქის წამება

რასაც ფოტოზე და ვიდეოზე ვხედავთ არის უკრაინის მოქალაქის წამება. ამის შესახებ ტელეგრამზე წერს უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი  და მიხეილ სააკაშვილის სანახავად დაშვებას ითხოვს.

„ყველა საჯაროდ უყურებს, როგორ უარესდება მისი მდგომარეობა. და ეს მიუღებელია! კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას უკრაინის მოქალაქესთან", - წერს უკრაინის ომბუდსმენი.

მისი თქმით, რამდენჯერმე წერილით მიმართა სახალხო დამცველსა და იუსტიციის სამინისტროს, თუმცა პასუხი არ მიუღია. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაიყვანონ და აღნიშნავს, რომ უკრაინა განზე არ დადგება, როცა მისი მოქალაქეები ასეთ პირობებში არიან.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1-ელ თებერვალს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა