ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თეა წულუკიანი - ევროპარლამენტარების მცირე ჯგუფი ლამის ცარიელ დარბაზებში ცდილობს, გააგრძელოს სააკაშვილის თემით აჟიტირება

ნახვები: 596 თეა წულუკიანი - ევროპარლამენტარების მცირე ჯგუფი ლამის ცარიელ დარბაზებში ცდილობს, გააგრძელოს სააკაშვილის თემით აჟიტირება

მორიგ ჯერზე ევროპარლამენტარების მცირე ჯგუფი ლამის ცარიელ დარბაზებში ცდილობს, გააგრძელოს აჟიტირება თემით, რომელსაც ჰქვია ჰუმანიტარული საქმე მიხეილ სააკაშვილისა. ასე მოიგონეს ახლა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც დღეს ევროპარლამენტში სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ დებატებს გამოეხმაურა.

წულუკიანის თქმით, სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც კანონიერად აქვს მისჯილი.

„მაგალითად, ზოგიერთ ევროპარლამენტარს უნდა ავუხსნათ, რომ მწერალთა სახლის შენობა, საიდანაც კომენტარს ვაკეთებ, ძალიან დიდი მნიშვნელობის ადგილია საქართველოსთვის და მისი კულტურისათვის. ამ შენობიდან თავის დროზე სააკაშვილმა სპეცრაზმის ძალით გაყარა მწერლები. არაერთი მათგანი ნერვიულობის ნიადაგზე დაავადდა კიდეც. აქ დაავანა ისეთი მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ მისი მაამებლობით იყო დაკავებული, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე ნაკლებ ცოდვად ჩაითვლებოდა, მხოლოდ აქ რომ გაჩერებულიყო.

შემდეგ  მოხდა მკვლელობის, გაუპატიურების, ცემის და ტირანიის არაერთი გამოხატულება და ფაქტი. დღეს სააკაშვილი გახლავთ სასჯელმისჯილი პატიმარი, რომელიც არის რთული ქცევის მქონე და ყველაფერზე მიდის, რათა კანონიერი სასჯელი აირიდოს. ის კრიმინალია და რასაკვირველია, უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა