ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კახა კალაძე - ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს - არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო - მიშამ უნდა ჭამოს

ნახვები: 590 კახა კალაძე - ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს - არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო - მიშამ უნდა ჭამოს

მიხეილ სააკაშვილი არის თვითდაზიანების რეჟიმში. ადამიანი თუ მიიღებს საკვებს, შეჭამს საჭმელს, არანაირი პრობლემა არ ექნება , - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე შეკითხვას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხებოდა.

 

მისი თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებები არ ასახავს სინამდვილეს და მიმართულია პოლარიზაციისკენ.

 

„არანაირი დებატები არ გამართულა ევროპარლამენტში. ორი კაციც არ ესწრებოდა, აბსოლუტურად ცარიელი იყო დარბაზი. გამოდიოდნენ ის ადამიანები, ვის განცხადებებსაც ვისმენთ ბოლო დროის განმავლობაში, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციისკენ.

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხელისუფლება, პენიტენციური დაწესებულება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული. სააკაშვილი გამონაკლისია, რომელიც არის თვითდაზიანების რეჟიმშია. ადამიანი თუ მიიღებს საკვებს, არანაირი პრობლემა არ ექნება. ის არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში ხელს უწყობს მისი გარემოცვა, ოჯახის, პარტიის წევრები და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კალაძის თქმით, დღეს ვუყურებთ „უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს“.

 

„ჩვენ ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ირგვლივ არსებული ადამიანები. არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო - მიშამ უნდა ჭამოს“,- განაცხადა კალაძემ.ა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა