ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ნიკა აბრამიშვილი - წარმოდგენილი დასკვნა არ იძლევა სარწმუნო ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმესთან დაკავშირებით

ნახვები: 600 ნიკა აბრამიშვილი - წარმოდგენილი დასკვნა არ იძლევა სარწმუნო ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმესთან დაკავშირებით

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კერძოდ, როგორც ნიკა აბრამიშვილმა სასამართლოზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, წარმოდგენილი დასკვნა არ იძლევა სარწმუნო ინფორმაციას მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმესთან დაკავშირებით და იგი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის მოხდის გადავადების საკითხს.

„არ დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადებასთან და ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მოთხოვნა ემყარება ცენტრ ,,ემპათიის“ მიერ გაცემულ დასკვნას. აღნიშნული დასკვნისა და შუამდგომლობის ავტორი მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვის ანალიზი ცხადყოფს, რომ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდგომ - სსსკ) 283-ე მუხლით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების გადავადების წინაპირობები.

სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების გადავადების წესს მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, რა დროსაც კანონის იმპერატიული მოთხოვნაა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდეს, რომ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, აღნიშნული დასკვნა შუამდგომლობასთან ერთად უნდა იქნეს წარდგენილი სასამართლოში. შუამდგომლობა და ექსპერტიზის დასკვნა ერთობლიობაში წარმოადგენს შუამდგომლობის განხილვის საფუძველს, ხოლო სხვა გარემოებები, რაც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საკითხის გადაწყვეტისას წარმოადგენს დამატებით, მნიშვნელოვან ფაქტორებს.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი დასკვნა არ იძლევა სარწმუნო ინფორმაციას მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმესთან დაკავშირებით და იგი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის მოხდის გადავადების საკითხს. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული დასკვნის შემდგენი, როგორც ადგილობრივი ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე სპეციალისტების ჩვენებების თანახმად, მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფია. აღნიშნული ჩვენებების შეფასებისას მივდივართ ცალსახა შედეგამდე, რომ აღნიშნული დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მსჯავრდებულის სასჯელის გადავადებას, რადგან მიხეილ სააკაშვილის მძიმე ავადმყოფობის ფაქტზე დასკვნა არა თუ კატეგორიულია, არამედ დაავადების სიმძიმეზე საერთოდ არ მსჯელობს. ექსპერტიზის ჩამტარებელ პირთა მიზანს თავიდანვე წარმოადგენდა წამების, არასათანადო მოპყრობის და არასათანადო პირობებში მსჯავრდებულის ყოფნის ფაქტის წარმოჩენა, აღნიშნულის საფუძველზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, როგორც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლისა.

მხოლოდ ექსპერტთა დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე წარმოდგენილი მოსაზრება ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის ფაქტის დასადგენად. ცენტრ ,,ემპათიას“ სპეციალისტთა დაუსაბუთებელი არგუმენტაცია, რომ თანამედროვე გაიდლაინები არ ითვალისწინებს ექსპერტების მიერ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე ავადმყოფობის სიმძიმის განსაზღვრას და ყოველგვარი კლინიკურ- ლაბორატორიული კვლევების გარეშე შესაძლებელია ავადმყოფობის სიმძიმის განსაზღვრა, რაც არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ გაზიარებული“, - აღნიშნავს აბრამიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა