ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნანგრევების უზარმაზარი ლოდებია გულში, რომელსაც ვერაფერი აშუშებს... - რამაზ დავლაძე

ნახვები: 613 ნანგრევების უზარმაზარი ლოდებია გულში, რომელსაც ვერაფერი აშუშებს... - რამაზ დავლაძე

ბათუმში, 26 მაისი ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევისას, რამაზ დავლაძემ მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგ, იგი  სოციალურ ქსელში თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ემოციური პოსტით ეხმაურება:

,,ჩემი ადამიანური, ტკივილიანი სამძიმარი თურქეთს; თანავუგრძნობ თითოეულ იმ ადამიანს, ოჯახს ვისი ცხოვრებაც ნანგრევებად აქცია დატრიალებულმა ტრაგედიამ და საყვარელი ადამიანები დაკარგა!!!

შემზარავია ფრაზა "ყველაზე კარგად მესმის მათი გაუსაძლისი ტკივილის, შემზარავია, მაგრამ ასეა, ნანგრევების უზარმაზარი ლოდებია გულში, რომელსაც ვერაფერი ვერ აშუშებს, ფერიც არ უხუნდება და თითოეული ასეთი ტრაგედიები კიდევ ხელახლა აახლებს იმ ავბედით დღეს, რომელმაც ამ გაუსაძლის ტკივილში დამტოვა!

ინტერნეტთან წვდომით დემეტრემ როცა თურქეთში მომხდარ ტრაგედიას შეავლო თვალი, არაფერი არ მკითხა და არც არაფერი უთქვამს, ჩვენს თავს დატრიალებული ტკივილის შემდეგ ასეთ მსგავსებაზე დემეტრე მხოლოდ მრავლისმთქმელი თვალებით საუბრობს, ჰოდა თავისი კეთილი და დარდიანი მზერით მითხრა, შორს წავიდნენ და აღარ დაბრუნდებიანო... ამ მზერით და მისეული ფიქრებით დემეტრე ყველაზე დიდ და წრფელ თანაგრძნობას უცხადებს თითოეულ იმ გულმოკლულ ადამიანს და მეც, სწორედ ამიტომ აღვნიშნე განსაკუთრებულად რომ მესმის თითოეულის გულში ალმოდებული ტკივილი როგორი მწარე და გაუსაძლისია!!!

მადლობა სამაშველო სამსახურის თითოეულ წევრს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად და მორალურად გმირულად და თავდაუზოგავად მოქმედებენ ყველანაირ მძაფრ და ურთულეს ვითარებაში!!!
ამ ისედაც ხანმოკლე ცხოვრებაში თუ ვინმეს კეთილი დამოკიდებულების ნაკლოვანება ჭირს ან არ სურს, მე სიყვარულით გეტყვით: ადამიანებო, მოვეფეროთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, ტკივილი და განცდა მხოლოდ იმ დღით და რამდენიმე დღით არ უნდა გვაერთიანებდეს, ერთმანეთისადმი სიყვარული და პატივისცემა ვაქციოთ ერთმანეთთან სასაუბრო ენად და ერთგულ თანამდგომად!!! მშვიდობა სამყაროს!
/პატივისცემით რ. დ. 08.02.23/", - წერს რამაზ დავლაძე სოციალურ ქსელში. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა