ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ოლაფ შოლცი - ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაცვაში, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება

ნახვები: 595 ოლაფ შოლცი - ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაცვაში, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება

დღეს ერთმანეთს ვხვდებით, რათა უკრაინას მხარდაჭერის, სოლიდარობისა და ერთიანობის გზავნილი გადავცეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შევძელით ომის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

„ძალიან კარგია, რომ შეგვიძლია, გვქონდეს დისკუსია უკრაინის პრეზიდენტთან და მას გადავცეთ სოლიდარობის გზავნილი, ასევე ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაცვაში, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის გერმანია არის სახელმწიფო, რომელმაც უკრაინას აღმოუჩინა ყველაზე დიდი ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ასევე ყველაზე კონკრეტული მხარდაჭერა იარაღის მიწოდების კუთხით.

„აუცილებელია, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, ისევე როგორც აუცილებელია, რომ ეს ყოველთვის გაკეთდეს კოორდინირებული, ერთობლივი გზით და არა ცალკეულად“, – განაცხადა შოლცმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხზე საუბრისას.

ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე ოლაფ შოლცი ემანუელ მაკრონთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკის პარიზში შეხვდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა