ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე: თავს ნუ იმართლებს, არასდროს გვითქვამს რომ აშშ ითხოვს ომს საქართველოსგან

ნახვები: 595 მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე: თავს ნუ იმართლებს, არასდროს გვითქვამს რომ აშშ ითხოვს ომს საქართველოსგან

 "ჩვენ არასდროს გვითქვამს ასეთი რაღაც, რომ "ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს ომს საქართველოსგან" - აი ასე, ამ ფორმით, შემთხვევითი არ არის ამ ფორმით რომ არ გვითქვამს, იქ, კულისებში რაღაცები ხდება და ჩვენ ამაზე ლაპარაკისგან თავს ვიკავებთ და ეს თავშეკავება შემთხვევითი არ არის", - ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა

 

"ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ საუბარი გვაქვს მეგობრებზე და ჩვენი დიდი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელზე და აი ამ კონტექსტიდან უნდა ძალიან მეგობრულად რაღაცები ვუთხრათ, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ თუკი რაიმე გვექნება გასაკრიტიკებელი ან თუნდაც რჩევის სახით, ეს არ უნდა გავაკეთოთ. ეს კომპლექსი უნდა მოვიხსნათ, რომ ამბობს ამერიკის ელჩი და იცით რაა, ამას წმინდანი ამბობს. ჩვეულებრივი ადამიანია, ამ ქვეყანაში ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელი და აი ახლა უნდა გავაკეთო ის, რაზეც ახლა ვსაუბრობ - უნდა ვურჩიო.

ჩემი ძალიან მეგობრული რჩევაა, თავს ნუ იმართლებს. ჩვენ არასდროს გვითქვამს ასეთი რაღაც, რომ "ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს ომს საქართველოსგან" - აი ასე, ამ ფორმით, შემთხვევითი არ არის ამ ფორმით რომ არ გვითქვამს, იქ, კულისებში რაღაცები ხდება და ჩვენ ამაზე ლაპარაკისგან თავს ვიკავებთ და ეს თავშეკავება შემთხვევითი არ არის. როცა ადამიანი გამოდის და [ამბობს] "არა, დედას გეფიცებით, მე არასდროს ასეთი რამე არ მითხოვია", ადამიანების მინიმუმ ნახევარი ფიქრობს, რომ რატომ ამბობ ამას. ესე იგი, რაღაცას ითხოვ და ჩემი გულწრფელი რჩევაა, მოდი ამ თემაზე ასე ლაპარაკისგან ყველამ თავი შევიკავოთ იმიტომ, რომ ნახევარი მაინც ისე ფიქრობს, როგორც არ აწყობთ არც მათ და არც ჩვენ, რომ ასე ფიქრობდეს ის ნახევარი", - განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

 

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პალიტრანიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ აშშ-ის არასდროს მოუხდენია ზეწოლა, საქართველო ომში ჩათრეულიყო ან რუსეთისთვის ორმხრივი სანქციები დაეწესებინა".

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა