ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მამუკა მდინარაძე - როცა გადარჩენის გზა სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, ეს ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება

ნახვები: 600 მამუკა მდინარაძე - როცა გადარჩენის გზა სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, ეს ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება

უნდა ვიომოთ მაშინ, როცა სხვანაირად სამშობლოს, ღირსების თუ უბრალოდ, ფიზიკური გადარჩენა შეუძლებელია, ხოლო როცა გადარჩენის გზა სულ სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენი და ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ომი სამხედრო ძალადობა და დიდი ტრაგედიაა.

„პატარა და ძალიან ამაყი ერი ვართ. პატარა და ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს. ჩვენი ისტორია სამშობლოსა და ღირსების შენარჩუნების, გადარჩენისთვის ბრძოლაა. სულ ბრძოლა გვიწევდა. დღესაც ვიბრძვით და მომავალშიც მოგვიწევს!.. ომი სამხედრო ძალადობა და დიდი ტრაგედიაა. ის ვიღაცისთვის პოლიტიკის გაგრძელება, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის კი უკიდურესი აუცილებლობაა. საჭიროების შემთხვევაში უნდა ვიომოთ კიდეც, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ! მაგრამ როდის არის ეს საჭიროების შემთხვევა თუ უკიდურესი აუცილებლობა?! უნდა ვიომოთ მაშინ, როცა სხვანაირად სამშობლოს, ღირსების თუ უბრალოდ, ფიზიკური გადარჩენა შეუძლებელია. ხოლო როცა გადარჩენის გზა სულ სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენი და ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება“, – აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა