ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მამარდაშვილი მცველებმა ისევ დააღალატეს - „ვალენსიამ“ კონკურენტთან მარცხით საქმე გაირთულა

ნახვები: 591 მამარდაშვილი მცველებმა ისევ დააღალატეს - „ვალენსიამ“ კონკურენტთან მარცხით საქმე გაირთულა

გიორგი მამარდაშვილმა პირველად ითამაშა ახალი მთავარი მწვრთნელის, რუბენ ბარახას ხელმძღვანელობით „ვალენსიაში“, რომელმაც ლა ლიგის შეხვედრა კონკურენტ „ხეტაფესთან“ 0:1 წააგო და საქმე ძალიან გაირთულა.

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის გასვლითი მატჩი „ვალენსიამ“ აგრესიულად დაიწყო და ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ სამუელ ლინოსა და ილაიშ მორიბას სახიფათო დარტყმებს „ხეტაფეს“ მეკარე დავიდ სორია გადაეღობა და გუნდი გადაარჩინა.

გიორგი პირველად საქმეში მე-19 წუთზე ჩაერთო და მაროკოს ნაკრების შემტევის, მუნირ ელ ჰადადის დარტყმა მოიგერია. 43-ე წუთზე კი გუნდი სამჯერ გადაარჩინა – ჯერ ისევ ელ ჰადადის თავურზე გამოავლინა ბრწყინვალე რეაქცია და ბურთი მარცხენა ქვედა კუთხეში არ გაუშვა, კუთხურის გათამაშებაზე კი მამარდაშვილმა კვლავ საიმედოდ ითამაშა და ბურთს ორჯერ გადაეღობა.

„ხეტაფემ“ „ვალენსიას“ კარის აღება მაინც მოახერხა. 82-ე წუთზე დაცვის მორიგი ჩავარდნით ბორხა მაიორალმა ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა. „ვალენსიას“ დაცვა კიდევ ერთხელ 88-ე წუთზე შეცდა და ქართველმა კიპერმა გუნდი ენეს უნალის დარტყმის შემდეგაც გადაარჩინა.

„ხეტაფემ“ (22) ამ მოგებით „ვალენსიას“ (20) გადაასწრო, რომელმაც 22 ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა უკიდურესად გაირთულა და მე-19 ადგილზე დააქვეითა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა