Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine
SBU, National Police detain five organizers of draft evasion schemes
Ukraine and 12 European countries launch new defense cooperation format - Umerov
ISW analyzes changes in Russia's nuclear doctrine

„პროვოკაციის თავიან აცილება" და ეროვნული სირცხვილი

11.08.2021 ნახვები: 1281

13 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და 13 წელია არ წყდება კამათი ერთსა და იგივე თემაზე - ვინ დაიწყო ომი?
თავისთავად ამ დისკუსიის არსებობის ფაქტი ქართული საზოგადოების უკიდურეს დაავადებულობაზე მოწმობს - არც ერთი ქვეყანა არასდროს არ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ომის დაწყების გამო მაშინაც კი, როდესაც მან ომი მართლაც დაიწყო.
მით უმეტეს წარმოუდგენელია ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა აგრესიის ობიექტი თავად გახდა.
დღეს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და დონბასზე ომის გაჩაღების ფონზე, კითხვამ „ვინ დაიწყო ომი?" - აქტუალურობა დაკარგა. ასევე გამოჩნდა, რომ ლოზუნგი „არ გააბრაზოთ პუტინი და გადარჩებით" რეალობას სრულიად მოწყვეტილია - თუ რუსეთის პრეზიდენტმა ყველაფერი აწონ-დაწონა, და ომის დაწყება გადაწყვიტა - ვერანაირი „კარგი საქციელი" ვერ გიშველით.
უკრაინამ ყირიმში არათუ არ უომია, ერთხელაც არ გაუსროლია, თუმცა, ამან მოსკოვი ვერ შეაჩერა.
მოკლედ, მთელი მსოფლიო დარწმუნდა იმაში, რომ თბილისს ომი არ დაუწყია, ერთად-ერთი ქვეყანა, რომელიც საქართვლოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს - ისევ და ისევ საქართველოა.
თუმცა, დავანებოთ თავი მორალურ მხარეს - რა მორალზე შეიძლება იყოს საუბარი პოლიტიკურ გუნდში, რომლის ერთადერთი ლიდერია ადამიანი მეტსახელად „ანაკონდა"? ოცნებისთვის ნომერ პირველი ამოცანაა „ნაცების" ლანძღვა და თუ ამისთვის საჭირო იქნება ქვეყნის ხილვა ჰააგის ტრიბუნალზე - ამასაც არ მოერიდებიან.
მაგრამ მოდით, შევეცადოთ ბოლოს და ბოლოს შევხედოთ ამ საკითხს რაციონალურად - მართლაც იყო თუ არა შესაძლებელი აგვისტოს ომის თავიდან აცილება? იქნებ მართლაც საკმარისი იყო ქართული სოფლების დაბომბვის წაყრუება და ომი არ დაიწყებოდა?
მოდით, მოვახდინოთ მოდელირება - წარმოვიდგინოთ, რომ მართლაც ქართული მხარე მშვიდობის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასადაც შეეცადა. რას მივიღებდით, და როგორ განვითარდებოდა მოვლენები?
მოდელი ძალიან მარტივია - 2 აგვისტოს ოსურმა ფორმირებებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ცეცხლი გაუხსნეს.
ქართული მხარე აქტიური პასუხისგან თავს იკავებს და მხოლოდ მინიმალური თავდაცვის პრინციპით ხელმძღვანელობს - არანაირ შეტევაზე არავინ ფიქრობს.
„ქართული ოცნების" იდეოლოგების ნააზრევის თანახმად, ამ დროს რუსული მხარე მიხვდებოდა, რომ საქართველო პროვოკაციას არ აჰყვებოდა და ბოლოს და ბოლოს პუტინი თავის ჩანაფიქრზე უარს იტყოდა.
სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა - ომს თავისი ლოგიკა აქვს და მას ბიძინა, რომელიც ყველაფერს ფულით ზომავს, ვერასდროს ჩაწვდება. ლოგიკა კი იმაშია, რომ თავდაცვითი მოქმედებები ბოლოს და ბოლოს ან შეტევით, ან მარცხით სრულდება.
ოსური მხარე, თბილისის სრული პასიურობის ფონზე, შეტევებს არათუ არ შეწყვეტდა, არამედ გააათმაგებდა.
ქართული სოფლების დაბომბვა უფრო ინტენსიური გახდებოდა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა გაქცევით უშველიდა თავს. კონფლიქტის ზონაში შეიყვანდნენ დამატებით საჯარისო ნაწილებს, მაგრამ ომის ლოგიკა აქაც ჩვენს წინაამღდეგ იმუშავებდა - სანგრებში ჩამარხული ჯარი - არაბუნებრივი მოვლენაა.
ჯარი, რომელიც შეტევაზე ვერ გადადის და პოლიტიკურ მოსაზრებებს ეწირება, საბრძოლო თვისებებს ძალიან მალე კარგავს. მოსახლეობისგან დაცლილ სოფლებში, მუდმივი მასიური საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მყოფი ჯარისკაცები - ეს გარდაუვალი მარცხის იდეალური რეცეპტია.
ჯარი, რომელიც არ ომობს, ადრე თუ გვიან იხრწნება. საბოლოოდ, ქართული მოსახლეობაც, და შეირაღებული ძალებიც, კონფლიქტის ზონას დატოვებდნენ და ამ ტერიტორიას მოწინაანღდგე დაეუფლებოდა.
„თავის შეკავება" და „პროვოკაციაზე არ აყოლა" ვერც მიწების დაკარგვას, ვერც მსხვერპლს და საბოლოო ჯამში, ვერც ომს თავიდან ვერ აგვაცილებდა - უბრალოდ ომი სხვა ფორმატის იქნებოდა. არა 5-დღიანი, მაღალი ინტენსიურობის ბრძოლებით, არამედ 4-5-თვიანი პოზიციური ბრძოლები, რომლებშიც დაიღუპებოდა იმდენივე ადამიანი, რამდენიც 5-დღიან ომში, ოღონდ ნელა-ნელა, დღეში 2-3 კაცი.
აქ მორალური მხარეც არსებობს - იმ დროს საბრძოლო მოქმედებებში რუსული მხარე არ მონაწილეობდა - რუსული ჯარი კი იყო ნაწილობრივ შემოსული, თუმცა, ძირითადად დამალული იყო და არსად ჩანდა.
„პროვოკაციის არიდების" მოდელი ნიშნავდა ომს ქართველებს და ოსებს შორის, რუსების აქტიური მონაწილეობის გარეშე და ასევე ქართველების დამარცხებას ამ ომში.
ეს უბრალოდ მარცხი კი არა, ისტორიული სირცხვილი იქნებოდა - საქართველომ წააგო ომი ოსებთან, რომლებსაც აქამდე არავისთვის არ მოუგიათ.
უახლოესი 500 წლის მანძილზე ჩვენ მოგვიწევდა ეპიკური ისტორიების მოსმენა იმაზე, რომ მცირერიცხოვანმა, მაგრამ ვაჟკაცმა ოსმა ხალხმა ნატო-ს და ამერიკის მიერ მომზადებული მრავალათასიანი ქართული ჯარი დააჩოქეს.
ძნელი წარმოსადგენია ამაზე დამამცირებელი რამ სახელმწიფოსთვის.
ამას ქოცი ვერ გაიგებს - ქოცს არც ღირსება აქვს, და არც სახელმწიფოებრიობის შეგრძნება.
ოსებთან მარცხი საქართველოსთვის იქნებოდა უმძიმესი შეურაცხყოფა და მორალური კრახი.
სწორედ ამისკენ მოუწოდებენ დღეს ქოც-ნაჩალნიკები, როდესაც საუბრობენ, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლება.
შეიძლებოდა - ეროვნული სირცხვილის ფასად.
არც ერთი მშვიდობა ამად არ ღირს.


ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა