Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine
SBU, National Police detain five organizers of draft evasion schemes
Ukraine and 12 European countries launch new defense cooperation format - Umerov
ISW analyzes changes in Russia's nuclear doctrine

აბსოლუტური ძალაუფლება და ოპოზიციის სუიციდი

21.02.2023 ნახვები: 10922

ცალსახაა, რომ საქართველო შედის ახალ სტადიაში - ბიძინა ივანიშვილის კოოპერატივის სრული გახრწნა და ყოველგვარი კონტროლის ზონიდან გასვლა. ჩვენ თვალწინ რეალურ კონტურებს იძენს გამონათქვამი აბსოლუტური ძალაუფლებაზე, რომელიც ასევე აბსოლუტურად რყვნის.

დღეს მთელი ძალაუფლება ხელში აქვს ადამიანს, რომელიც მართავს ქვეყანას თავისი ხუშტურების და ფობიების მიხედვით. საქართველოში საგიჟეთის აშკარა სუნი დგას. ქვეყანას გაუჩნდა ევროინტეგრაციის გაძლიერების შანსი და ამ დროს ხელისუფლება ღიად უპირისპირდება დასავლეთს, აკეთებს განცხადებებს, რომელთა შემდეგაც ძალაუნებურად ეძებენ კარგ ფსიქიატრს. 

საქართველო ემზადება იმისთვის, რომ გაანიავოს ისტორიის მიერ ნაჩუქარი კიდევ ერთი შანსი. არავის ეგონოს, რომ ივანიშვილი ამას პუტინის კარნახით, ან რუსეთის გულის მოსაგებად აკეთებს - მთელი ეს მორალური სიმახინჯე, რომლის მოწმენიც დღეს ჩვენ ყველანი ვართ - მხოლოდ მისი პირადი ახირებაა. ძალაუფლების გახანგრძლივების და გაძლიერების მიზნით. არანაირი პუტინი აქ არაფერ შუაში არაა. 

სწორედ ასეთია ოლიგარქიული მმართველობა - ის არ არის ურო და მისი წყარო არაა შიშველი ძალადობა - ოლიგარქიული რეჟიმი არის ჭაობი, რომელიც ყველაფერს ახრჩობს და თესავს აპათიას, უიმედობას... ასევე ოლიგარქისთვის მთავარია მისი საკუთარი თავი - ჯერ მე - შემდეგ კი ქვეყანა. სწორედ ესაა მმართველობის ამ სახეობის მთავარი ლოზუნგი. რა არის უფრო მნიშვნელოვანი - ევროინტეგრაცია თუ პირადი ინტერესი? რა თქმა უნდა, პირადი ინტერესი. მე თუ არ ვიქნები კარგად - წყალს წაუღია ევროპაც და ამერიკაც.

სწორედ ამ უკუღმართი რეალობის მწვერვალზე ვართ დღეს ჩვენ და ამის გამჩერებელი არავინ ჩანს. საქართველოს ორმაგად არ გაუმართლა - ერთია, რომ ივანიშვილმა საბოლოოდ გაუბერა, მეორე კი ისაა, რომ მაინც და მაინც ამ საპასუხისმგებლო და ისტორიულ ეტაპზე, ქვეყანას ფაქტობრივად არ ჰყავს ოპოზიცია. 

სულ რაღაცა 3 წლის წინ ოპოზიცია იმდენად ძლიერი იყო. რომ ქოცობას არჩევნებში ყოველ პროცენტზე ომის გამართვა უწევდა, დღეს კი, არჩევნები რომ ჩატარდეს, ხმების დათვლაც არ იქნება საჭიროა, იმდენად უდავო და აშკარა იქნება ქოცობის გამარჯვება. ესაა რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს. 

როგორც მოსალოდნელი იყო, მიშას დანაშაულებრივმა ჩამოსვლამ გააღრმავა ნაცმოძრაობაში დაგროვილი პრობლემები, რამაც პარტიის მარგინალიზების პროცესი, როგორც ჩანს, შეუქცევადი გახადა. ამას ისიც დაემატა, რომ ენმ ვერანაირად ვერ ხვდება, რომ დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სააკაშვილი პრობლემა არაა მთავარი და ჯიუტად ცდილობს წაგებული თამაშის გაგრძელებას - მისი განთავისუფლების მოთხოვნის ირგვლივ საზოგადოების დარაზმვას.

მოკლედ, ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, 2024 წლისთვის ნაცმოძრაობა საბოლოოდ დაკარგავს თავისი პოზიციების დიდ ნაწილს. თუმცა, ეს წარმოშობს ახალ პრობლემას - ვინ დაეუფლება ერთ დროს მთავარი ოპოზიციური პარტიის ხმებს? ეს ბევრად უფრო რთული პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 

ვის შეუძლია ნაცმოძრაობის ჩანაცვლება? ერთ დროს საკმაოდ ძლიერი იყო „ევროპული საქართველო“, თუმცა, ლიდერების და აქტივისტების მასობრივი გადინების შემდეგ მისგან დღეს მხოლოდ სახელია დარჩენილი. არის კიდევ რამდენიმე წვრილ-წვრილი პარტია - სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი-1, გირჩი-2. და კიდევ რამდენიმე ე.წ. „ერთი კაცის პარტია“. მათ არ ჰყოფნით არც ინტელექტუალური, არც ფინანსური და არც საორგანიზაციო რესურსი იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ კომაში ჩავარდნილი ლიდერი.

ამ ვითარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება „ლელოს“ - დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთად-ერთს, რომელსაც ენმ-ს დაკარგული ხმების მოზიდვის შანსი მაინც აქვს - ხაზგასმით - მხოლოდ შანსი და არა გარანტია.

ამ პარტიის უპირატესობა იმაშია, რომ სხვადასხვა პატარა პარტიებისგან განსხვავებით „ლელო“ არის კარგად ორგანიზებული, სტრუქტურულად ჩამოყალიბებული, შედარებით მრავალრიცხოვანი და ფინანსურად ძლიერი გაერთიანება.

თუმცა, მას რთული ამოცანის შესრულება მოუწევს - ქართული პოლიტიკური ბაზრობა ძალიან კონსერვატიულია და სიახლეების მიღება უჭირს. ერთი შეხედვით, ყველა ელის ახალ სახეებს, „მესამე ძალას“. და ა.შ., მაგრამ როგორც კი გამოჩნდება ახალი სუბიექტი - იმ წამსვე იწყება წუწუნი, რომ „ამათ გამოცდილება არა აქვთ და მათ ხალხი არ იცნობს“.

ოპოზიციური ხმების მოზიდვა დღევანდელ ქართულ რეალობაში - ურთულესი ამოცანაა, რომელსაც ტრადიციული პოლიტიკური კონსერვატიზმის გარდა ეღობება აპათია, გულგრილობა, უიმედობა და ფიქრები ემიგრაციაზე.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქართველებთან მიმართებაში არ მუშაობას არანაირი პოლიტტექნოლოგია - მსოფლიოში არსებობს 2 რამ, რაც ბუნების კანონებს არ ექვემდებარება - სომხური სტატისტიკა და ქართული მარკეტინგი, მათ შორის პოლიტიკური. საშუალოსტატისტიკური ქართველის ქცევის პროგნოზირება - შეუძლებელია. რატომ აკეთებს ამას თუ იმას - როგორც წესი თვითონაც არ იცის და მეტწილად გადაწყვეტილებებს არა ტვინით, არამედ კუდუსუნით იღებს..

შესაბამისად, რაიმე ტაქტიკის თუ სტრატეგიის დაგეგმარება - შეუძლებელია. თუმცა, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არსებობს - ნაცმოძრაობის თვითმკვლელობა ქართულ პოლიტიკაში ახალ და კიდევ უფრო მძიმე გამოწვევებს ქმნის.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

„ნეიშენ ჯორჯია“

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა