ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვგრძნობთ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას

ნახვები: 599 თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვგრძნობთ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას

6 თებერვალს თურქეთში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა და ჩვენ პირველივე დღიდანვე ვგრძნობთ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც სწორედ ამ თანადგომის გამოხატვა იყო. იგი პირადად ესტუმრა თურქეთს და პირადად გამოგვიცხადა სამძიმარი. ეს არის ის ამაღელვებელი ჟესტი, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად მოტივაციის მომცემი იყო. ჩვენ თქვენმა თანადგომამ ნამდვილად გაგვაძლიერა, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული სამაშველო ჯგუფი პირველივე დღეებიდან არის ჩართული სამაშველო სამუშაოებში.

თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას მადლობა გადაუხადა.

„პირველივე დღეებიდან ქართული სამაშველო ჯგუფი ჩართულია სამაშველო სამუშაოებში და მსურს, კიდევ ერთხელ გულითადი მადლიერება გამოვხატო როგორც პირადად პრემიერ-მინისტრისა და მისი თანმხლები დელეგაციისადმი, ასევე სამაშველო ჯგუფისადმი, ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მთავრობისადმი ამ რთულ დღეებში თანადგომის გამოხატვისათვის. ეს იყო ნამდვილად ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი მეგობარი გასაჭირში იცნობა და საქართველო მუდმივად გამოხატავდა თანადგომას,“ – აღნიშნა სულეიმან სოილუმ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა