ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ხატია დეკანოიძე მიხეილ ყაველაშვილს - უწიგნური, გაუნათლებელი ხარ, წიგნს წავიკითხავდი შენ ადგილას

ნახვები: 614 ხატია დეკანოიძე მიხეილ ყაველაშვილს - უწიგნური, გაუნათლებელი ხარ, წიგნს წავიკითხავდი შენ ადგილას

მიშა, მე, მაგალითად, წავიკითხავდი ორ წიგნს და მერე მოვიდოდი აქ! უწიგნური, გაუნათლებელი ხარ. არაფერი იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის დეპუტატს მიხეილ ყაველაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ყველა, ვინც ამ კანონპროექტს დააჭერს თითს, სამშობლოს გამყიდველი იქნება.

„ცივილიზებული სამყაროს აქეთ დგახართ ყველა, მათ შორის ისინიც, რომლებიც კონფერენციებში მონაწილეობენ, დელეგაციებში არიან, დადიან დასავლეთში, "შოპინგობენ", თმებს იჭრიან, ყველა ამ ადამიანის გადაადგილება დადგება საფრთხის ქვეშ. ეს იქნება ამ ადამიანების ბოლო. მე მაქვს რიტორიკული კითხვა, მზად ხართ თუ არა ამისთვის, რომ საქართველო, საბოლოოდ, ამ ცივილიზაციის მხარეს დააყენოთ და თქვენ შეგეზღუდოთ გადაადგილება?!

მიშა, მე, მაგალითად, წავიკითხავდი ორ წიგნს და მერე მოვიდოდი აქ. პარლამენტის წევრი რომ ხართ და განათლება და უმაღლესი განათლება არ გაქვთ... ყველა, ვინც ამ კანონპროექტს დააჭერს თითს, სამშობლოს გამყიდველი იქნება. ამას არაფერი არ შეცვლის! მიშა, ძალიან უწიგნური ხარ! რომ იცოდე. მე, მაგალითად, წიგნს წავიკითხავდი შენ ადგილას. უწიგნური, გაუნათლებელი ხარ. არაფერი არ იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძეს მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა, რომ მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველო უკვე გაყიდული აქვთ.

„წიგნი რა შუაშია, სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ წარმოადგენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და უკვე გაყიდე სამშობლო. შენ ხარ იმ ძალის წარმომადგენელი, რომელმაც რეზოლუციას ხელი მოაწერა და საკუთარ სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულა. რა იცი შენ ჩემი განათლების შესახებ? შენ განათლება გგონია წიგნების წაკითხვა და არ არის მარტო ეგ. ამ რეზოლუციას შენმა კოლეგებმა ხელი რომ მოაწერეს, ვერ გაექცევით! ახლა ვაცხადებ, რომ დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ გამოიძიოს და ბოლომდე დამთავრდეს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა