ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ლევან ხაბეიშვილი - ის, რომ აქამდე ამ ქვეყანას დღის წესრიგს ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა, ეს რეალობა დანგრეულია

ნახვები: 597 ლევან ხაბეიშვილი - ის, რომ აქამდე ამ ქვეყანას დღის წესრიგს ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა, ეს რეალობა დანგრეულია

ის, რომ აქამდე ამ ქვეყანას დღის წესრიგს ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა, ეს რეალობა არის დანგრეული და რეალობა დაანგრია მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომლებმაც ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონპროექტის ჩაგდება შეაფასა.

 

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის მითი დაამსხვრია.

 

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, საქართველოს მოსახლეობამ ამით თქვა, არა მხოლოდ „არა რუსულ კანონს“, არამედ, „არა რუსულ მთავრობას“ და „კი ევროპას“, „კი ევროკავშირს“.

 

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი. პროტესტი, რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა და გამარჯვებამდე მიიყვანა ახალგაზრდებმა. გულწრფელად უნდა ითქვას, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ამ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ „ყველაზე დიდი პარტიის ინტერესებს“, (ბრჭყალებში, რა თქმა უნდა) რომელსაც ჰქვია საქართველო, ჩვენი ევროპული მომავალი და ეს ახალგაზრდები და ადამიანები იცავდნენ, დაიცვეს და დაამსხვრიეს მითი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის. ის, რომ აქამდე ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა დღის წესრიგს ამ ქვეყანას, ეს რეალობა არის დანგრეული და რეალობა დაანგრია მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომლებმაც ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს. ამ დღეების განმავლობაში, მათი თავგანწირულობით დაიდო შედეგი, რომელსაც ჰქვია „არა რუსულ კანონს“. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს, აბსოლუტურად ყველას, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამით ითქვა არა თუ „არა რუსულ კანონს“, არამედ, „არა რუსულ მთავრობას“ და „კი ევროპას“, „კი ევროკავშირს“ და ის, რომ ამ ადამიანებს, ახალგაზრდებს უნდათ ევროკავშირში. შესაბამისად, ამ დღეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ოპოზიციას ეჩვენებინა მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იყვნენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით დაკავებული და როგორ იყო მთელი სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეები გაერთიანებული, ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად, რომელიც იქნა მიღწეული,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა