ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ემანუელ მაკრონი - საქართველოს ბოლო დღეებში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო

ნახვები: 596 ემანუელ მაკრონი - საქართველოს ბოლო დღეებში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, კრემლის ტენდენციაა, დაინახოს ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში გარე გავლენა.

მისი თქმით, საქართველოს ბოლო დღეებში შეეხო „შემაშფოთებელი მოვლენები“ და განიცადა „ძალიან ძლიერი ზეწოლა“.

მაკრონს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კითხვა „ფრანს პრესის“ ჟურნალისტმა დაუსვა. კერძოდ კი, საფრანგეთის პრეზიდენტს ჰკითხეს მოსკოვის შეფასებაზე, თითქოს საქართველოში ბოლო დღეების საპროტესტო აქციებში უცხოური ხელი ურევია. მაკრონს ასევე კითხვა დაუსვეს, თავად თუ ხედავს პუტინის ხელს იმ კანონპროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკან გაიწვია.

„კრემლის ტენდენციაა, ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში დაინახოს გარედან მანიპულაცია, რადგან აქვთ რწმენა, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი და არ არსებობს თავისუფალი ხალხი. ჩვენ უძველესი დემოკრატია ვართ და პირიქით გვჯერა, თუმცა, საქართველოს ამ  ბოლო დღეები განმავლობაში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო. ჩვენ ვიხილეთ კადრები, ახალგაზრდა ქალი ევროპული დროშით ხელში, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, უკან დახიეს, რამაც ჩვენ გულგრილი არ დაგვტოვა. საქართველომ განიცადა ძალიან ძლიერი ზეწოლა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ვიპოვით გზას უფრო მეტი სიმშვიდისკენ“, – განაცხადა მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა