ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ხატია დეკანოიძე - პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ნიშნავს იმას, რომ ის უკვე გარიყული და იზოლირებულია, როგორც დამნაშავე და გენოციდის მომწყობი

ნახვები: 599 ხატია დეკანოიძე - პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ნიშნავს იმას, რომ ის უკვე გარიყული და იზოლირებულია, როგორც დამნაშავე და გენოციდის მომწყობი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ნიშნავს იმას, რომ ის, როგორც დამნაშავე, უკვე გარიყული და იზოლირებულია.

როგორც ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რუსული გავლენა ნებისმიერ სახელმწიფოში, მათ შორის, „ქართულ ოცნებაშიც“ საერთაშორისო სამართლის მიერ დამტკიცებულია, როგორც დანაშაული.

„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის წინააღმდეგ, პირველ რიგში, ისტორიული გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, დამტკიცდა ის, რომ ომში დამნაშავე პუტინია. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საერთაშორისო სამართალი მუშაობს. პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ნიშნავს იმას, რომ ის უკვე გარიყული და იზოლირებულია, როგორც დამნაშავე, როგორც გენოციდის მომწყობი, მათ შორის, უკრაინელი ბავშვებისთვის. ყველა იმ სამხედრო დანაშაულს, რომელიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, სხვაგვარი სამართლებრივი ლეგიტიმაცია ეძლევა. მე, ასევე, საინტერესოდ მეჩვენება ევროპის შემაკავებელი და გამაფრთხილებელი გზავნილი ჩინეთის მიმართ.

რაც მთავარია, უკრაინის გამარჯვებას წინ ვეღარაფერი დაუდგება, რადგან იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი აღმოიფხვრა. პუტინი ომის დამნაშავეა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რუსული გავლენა ნებისმიერ სახელმწიფოში, მათ შორის ვგულისხმობ „ქართულ ოცნებასაც“, არის არალეგიტიმური და საერთაშორისო სამართლის მიერ დამტკიცებულია, როგორც დანაშაული“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა