ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვლადიმერ პუტინმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე მოხალისეების, დაქირავებული მებრძოლების დისკრედიტაციისა და მათ შესახებ ყალბი ამბების გავრცელების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ნახვები: 627 ვლადიმერ პუტინმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე მოხალისეების, დაქირავებული მებრძოლების დისკრედიტაციისა და მათ შესახებ ყალბი ამბების გავრცელების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე მოხალისეებისა და დაქირავებული მებრძოლების დისკრედიტაციისა და მათ შესახებ ყალბი ამბების გავრცელების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

რუსეთის კანონმდებლობაში რუსეთის არმიის დისკრედიტაციისა და მის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების შესახებ მუხლი გასული წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებისთანავე გაჩნდა. ახლა ეს კანონი მოხალისეებზე და დაქირავებულ მებრძოლებზეც გავრცელდება. შესაბამისი კანონი შემუშავდა კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ინიციატივით, რომელმაც იანვარში, სახემწიფო დუმის სპიკერს, ვიაჩესლავ ვოლოდინს მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მედია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პატიმრებს ნეგატიურ კონტექსტში აშუქებს.

ამასთან, გამკაცრდა აღნიშნული კანონის დარღვევისთვის სასჯელი. სამიდან ხუთ წლამდე გაიზარდა პატიმრობა ყალბი ამბების გავრცელებისთვის და დისკრედიტაციისთვის დამამძიმებელი გარემოებების გარეშე. შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალსწინებს დისკრედიტაცია საპროტესტო გამოსვლების მოწოდებებით ან მძიმე შედეგებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა