ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ხატია დეკანოიძე- FARA-ს ევროპული ანალოგის შექმნაზე „ევროპის სახალხო პარტიის“ შეთავაზება რუსული ორგანიზაციების ლობიზმის კონტექსტს ეხება

ნახვები: 601 ხატია დეკანოიძე- FARA-ს ევროპული ანალოგის შექმნაზე „ევროპის სახალხო პარტიის“ შეთავაზება რუსული ორგანიზაციების ლობიზმის კონტექსტს ეხება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ FARA-ს ევროპული ანალოგის შექმნაზე „ევროპის სახალხო პარტიის“ შეთავაზება რუსული ორგანიზაციების ლობიზმის კონტექსტს ეხება და მისი დაკავშირება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან არის მხოლოდ პროპაგანდის შედეგი.

„განხილვის თემა ეხება რუსულ ორგანიზაციებს, რუსული ორგანიზაციების მიერ სპეციალური ლობიზმით გაჯერებულ ფუნქციებს, რაც არის რეალურად ძალიან სერიოზული თავდასხმა, მათ შორის, დასავლეთზე. ამიტომ ეს ძირითადად არის რუსული ორგანიზაციების კონტექსტი და ნებისმიერი შესაძლო დაკავშირება იმ კანონმდებლობასთან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა ამ პერიოდის განმავლობაში, არის მხოლოდ პროპაგანდის შედეგი, მეტი არაფერი.

ჩვენთან რაც შემოვიდა, ვგულისხმობ რუსულ კანონმდებლობას, იყო პირდაპირ დემოკრატიისა და დასავლური ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. დასავლური ინსტიტუტების მხრიდან რუსეთის გავლენების შემცირებაზე საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული და არც არის ჯერ განხილვაში, რადგან, როგორც თავად ევროპარლამენტმა თქვა, წლები სჭირდება ამის განხილვას. ზოგადად, ვერაფერი გადაფარავს იმას, რაც გააკეთა წინა კვირაში „ქართულმა ოცნებამ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა