მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

დიმიტრი მედვედევი - ვლადიმერ პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადება იქნება

ნახვები: 605 დიმიტრი მედვედევი - ვლადიმერ პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადება იქნება

ვლადიმერ პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადება იქნება, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს. ინტერვიუში მან გაიხსენა გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ თუკი პუტინი მის ქვეყანაში ჩავა, მას დააკავებენ.

„გასაგებია, რომ ეს არის სიტუაცია, რომელიც არასდროს განხორციელდება, თუმცა ამის მიუხედავად, მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ის განხორციელდა. ბირთვული სახელმწიფოს მოქმედი ხელმძღვანელი ჩავიდა დავუშვათ, გერმანიის ტერიტორიაზე და ის დააკავეს. რა არის ეს? რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადება. უკვე ასეთ შემთხვევაში ყველა ჩვენი საშუალებები გაფრინდება ბუნდესტაგისკენ, კანცლერის ოფისისკენ და ა.შ. მას ესმის, რომ ეს არის „კაზუს ბელი“, რომ ეს არის ომის გამოცხადება? თუ ის ცუდად სწავლობდა?“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევმა ჰააგის სასამართლოს უწოდა „სამართლებრივი არარაობა, რომელსაც თავისი შექმნის დღიდან არსებითი არაფერი გაუკეთებია“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა