ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კახა კალაძე - სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს

ნახვები: 599 კახა კალაძე - სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებას აჩვენოს, თითქოს მისი მდგომარეობა ცუდია.

მისივე თქმით, სააკაშვილი საჭირო კალორაჟის არმიღებით თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს.

„არაფერი ახალი არ ხდება, ეს ადამიანი აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას. ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს დაანახოს, თითქოს მისი მდგომარეობა ცუდია. რეალურად, ადამიანი არ იკვებება, არ იღებს შესაბამის კალორაჟს. შეიძლება „ვივამედში“ დამზადებული საკვები არ მიიღოს, მაგრამ ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟი, რაც მიზანმიმართული კამპანიაა. ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, როგორმე ჩირქი მოსცხოს საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად ქვეყანას და აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს.

„არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს. ცხადია, ეს ადამიანი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში, რაც ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა