კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ექსკლუზივი: ივანე ჩხაიძემ ჯერ ხელი მოაწერა შემდეგ კი უარყო - ჯანდაცვის სამინისტრო სკანდალში ეხვევა

ნახვები: 28065 ექსკლუზივი: ივანე ჩხაიძემ ჯერ ხელი მოაწერა შემდეგ კი უარყო - ჯანდაცვის სამინისტრო სკანდალში ეხვევა

მთელი დღე ხმაური იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან, აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები შვილებისთვის სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შესაძენაად დაფინანსებას ითხოვენ. 

როგროც მშობლები "ნეიშენ ჯორჯიასთან" საუბრისას აცხადებენ, ისინი არ შეწყვეტენ ბრძოლას მანამ სანამ მათ შვილებისთვის მედიკამენტი, რომელზეც ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა დამოკიდებული საქართველოში არ შემოვა. 

 

რამდენიმე საათის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ ვიდეო მიმართვა გაავრცელა სადაც, პედიატრი ივანე ჩხაიძე საუბრობს რომ მედიკამენტის საქართველოში შემოტანა ჯერჯერობით სახიფათოა რადგან მსოფლიოში ამ მედიკამენტის გამოყენება არცერთ ქვეყანაში არ არის შესაძლებელი.

 

"ნეიშენ ჯორჯიას" ხელში ღია წერილი ჩაუვარდა რომლის თანახმადაც მტკიცდება, რომ ივანე ჩხაიძე ხელს აწერს მედიკამენეტის საქართველოში შემოტანის მოთხოვნას და ადასტურებს რომ მედიკამენტი საერთაშორისოდ აღიარებულია და მისი მიღება უსაფრთხოა:

 

 

იავნე ჩხაიძის ხელმოწერა

 

 

 
 
თუმცა რამდენიმე საათის წინ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში საპირსპიროს ყვება პედიატრი ჩხაიძე და აცხადებს, რომ მედაკამენტი საერთაშორისოდ აღიარებული არ არის. 
 
როგორ "ნეიშენ ჯორჯიას" მშობლები აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს ამ ტყუილს არ აპატიებენ. ისინი აცხადებენ, რომ თამარ გაბუნიამ მათ პირობა მისცა რომ ეს მედიკამენტი აუცილებლად შემოვიდოდა ქვეყანაში. როგორც ისინი ამბობენ მედიაკმენტისთვის 8 მილიონი ლარია გამოყოფილი. 
 
მშობლები მასშტაბურ და უწყვეტ აქციებს აანონსებენ. 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა