ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ზურაბიშვილმა გვითხრა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ თვლის, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - თინა ხიდაშელი

ნახვები: 591 ზურაბიშვილმა გვითხრა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ თვლის, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - თინა ხიდაშელი

"ტვ პირველის" ეთერში გასული სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ დღეს პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.

"ოცნებიდან" წამოსული თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საქართცველოს პრეზიდენტმა გუშინ პირდაპირ დაასახელა მიზეზები, თუ რატომ თვლის ოლიგარქად ბიძინა ივანშვილს.

ხიდაშელი ასევე ამბობს, რომ ივანიშვილს მასზე ინტელექტუალურად უპირატეს ადამიანებთან პრობლემა აქვს და სწორედ მათ რიცხვშია სალომე ზურაბიშვილიც.

გვითხრა, კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ თვლის ის, რომ ის ოლიგარქია და იმიტომ, რომ ის აკონტროლებს მედიას და ხელისუფლებას. სწორედ ეს არის მთავარი განმასხვავებელი, უბრალოდ მდიდარ ადამიანსა და ოლიგარქს შორის. სად არის სიმძიმის ცენტრი, სად მიიღება გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მსაზღვრელი, როდესაც ვლაპარაკობთ ოლიგარქიაზე. რა თქმა უნდა, ეს სიმძიმის ცენტრი არის ბატონ ივანიშვილთან. მას ზოგადად პრობლემა აქვს ყველა ადამიანთან, რომელსაც ინტელექტუალური უპირატესობა აქვს მასზე და სალომე ზურაბიშვილს, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს მნიშვნელოვანი ინტელექტუალური უპირატესობა აქვს", - ამბობს ხიდაშელი. 

გუშინ "ტვ პირველისთვის" მიცემული ხმაურიანი ინტერვიუს დროს ზურაბიშვილმა მმართველ გუნდის მოუწოდა გონს მოვიდნენ. ასეთი კრიტიკული პრეზიდენტი არასდორს ყოფილა. 

ზურაბიშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს ფაქტობივად დავალებების შემსრულებელი უწოდა. პრეზიდენტმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც და მას ოლიგარქი უწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა