ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გიორგი ჩაკვეტაძე - ასეთ გარემოში ნორვეგიის დამარცხებაც შეგვიძლია

ნახვები: 592 გიორგი ჩაკვეტაძე - ასეთ გარემოში ნორვეგიის დამარცხებაც შეგვიძლია

მონღოლეთთან მოგებული (6:1) მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა გიორგი ჩაკვეტაძემ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრებს ნორვეგიის დამარცხებაც შეუძლია.

„დიდი ხანია, ნაკრებში გოლი არ მქონდა გატანილი. მიხარია, რომ ეროვნული ნაკრების მაისურით ისევ გავიტანე და ეს ნავსი გატყდა. რაც შეეხება ქომაგებს, ძალიან მაგარი მხარდამჭერები გვყავს, მათი მადლობელი ვარ, რადგან სულ გვერდში გვიდგანან.

რა შედეგს ველოდები ნორვეგიასთან? პირადად მე გამარჯვებას ველოდები და იმედია, ასეც იქნება. მით უმეტეს, ასეთ გარემოში და ასეთი ქომაგობის ფონზე, მჯერა, რომ შეგვიძლია ნორვეგიის დამარცხება”, – ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ მონღოლეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და 2018 წლის 19 ნოემბრის შემდეგ პირველად მოახერხა საქართველოს ნაკრებში თავის გამოჩენა – ოთხი წლისა და 127 დღის წინ გიორგიმ თბილისში ერთა ლიგის მატჩში ყაზახეთის ნაკრებს (2:1) გაუტანა.

 

#1TVSPORT

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა