მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

რომან გოცირიძე - რაში სჭირდება გილაურს პარტია, ფული აკლია თუ საერთაშორისო ავტორიტეტი, აქ დეპუტატი გახდეს და ბოიკოტში იყოს?

ნახვები: 604 რომან გოცირიძე - რაში სჭირდება გილაურს პარტია, ფული აკლია თუ საერთაშორისო ავტორიტეტი, აქ დეპუტატი გახდეს და ბოიკოტში იყოს?

რაში სჭირდება გილაურს პარტია, ფული აკლია თუ საერთაშორისო ავტორიტეტი? ის სერიოზული ფირმის ხელმძღვანელია, მგონი, საქართველოში არც არის, ოფისი სტამბოლში აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე გამოეხმაურა პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გაერთიანდებიან“.

„ნიკა გილაური ეწევა იმ რეფორმების პროპაგანდირებას თუ იმ იდეების შეთავაზებას სხვა სახელმწიფოებისადმი, რომლებიც ჩაატარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ეს არის ბრენდი. ის რეფორმები, რომლებიც ჩაატარა და ამ ბრენდის, ასე ვთქვათ, გამტარებელი არის გილაური და აქ უნდა, ახლა დეპუტატად გახდეს და ბოიკოტში იყოს? დეკანოიძეს და მელიას რაც შეეხება, აბსოლუტურად არასერიოზულია ეს. არ მგონია, რომ ეს იყოს სერიოზულად განსახილველი საკითხი“, – განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა