ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

რომან გოცირიძე პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს

ნახვები: 594 რომან გოცირიძე პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რომან გოცირიძემ განაცხადა, პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რაზეც მათ პასუხი ათი დღის ნაცვლად, დაახლოებით სამი თვის შემდეგ გასცეს.

რომან გოცირიძის თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის მიმართვას გეგმავს, რათა რეგლამენტის დარღვევისთვის პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს პასუხი მოსთხოვოს.

დეპუტატი განმარტავს, რომ ეკონომიკის მინისტრთან კითხვები ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით ჰქონდა, ხოლო პრემიერის მიმართ კომპანია „როტშილდთან“ დაკავშირებით.

„27 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრს მივმართე პარლამენტის წევრის კითხვებით – რა ეტაპზეა „ნენსკრაჰესის“ მშენებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო? აპირებს თუ არა ინვესტორი კომპანია ჰესის მშენებლობის შეწყვეტას, როგორც ეს მოხდა „ნამახვანჰესისა“ და „ხუდონჰესის“ შემთხვევებში? გეგმავს თუ არა სახელმწიფო „ნენსკრაჰესის“ მშენებლობაზე ახალი ტენდერის გამოცხადებას და აპირებს თუ არა სახელმწიფო მასში წილობრივ მონაწილეობას? რა მოცულობის თანხა დახარჯა „ხუდონჰესის“ მშენებლობაზე ინვესტორმა კომპანია „ტრანსელექტრიკმა“? რამ განაპირობა ინვესტორისგან სახელმწიფოს მიერ პროექტის გამოსყიდვა? რას მოიცავს პროექტის გამოსყიდვის 13.5 მლნ. დოლარი და რამდენია აქედან კერძო პირებისგან მიწების გამოსყიდვის თანხა?

ასევე, მიმდინარე წლის 11 იანვარს პრემიერ-მინისტრს მივმართე პარლამენტის წევრის შემდეგი კითხვით – კომპანია Rothschild & Co-ს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, უნდა შეემუშავებია სტრატეგია საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის მიზნით, ასევე უნდა ემუშავა საქართველოში დამატებითი ფინანსური რესურსებისა და გრანტების მოზიდვის მიმართულებით. რა ეტაპზეა ეს ხელშეკრულება, რა სამუშაოები იქნა შესრულებული მოცემული კომპანიის მიერ, მოხდა თუ არა შესრულებული სამუშაოებისათვის ანაზღაურების გაცემა საქართველოს ბიუჯეტიდან და რა მოცულობით? არცერთმა მათგანმა დღემდე არ გაგვცა პასუხი, რაც კანონის უხეში დარღვევაა. გავიგებთ, რამ განაპირობა ინფორმაციის დამალვა – მთავრობის ცუდმა მუშაობამ, თუ კორუფციამ“, – განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა