ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიისა და მოლდოვის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა

ნახვები: 596 ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიისა და მოლდოვის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხი ქვეყნის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა, რათა პატივი მიაგოს რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

კიევის ოლქის ქალაქ ბუჩას რუსეთის ძალებისგან გათავისუფლების წლისთავზე ზელენსკისთან ერთად ბუჩაში ჩავიდნენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

ხუთი ქვეყნის ლიდერები წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში მივიდნენ, რომლის ეზოშიც გასულ წელს, მოკლული ადგილობრივი მცხოვრებლების მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში ჩასული სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიის პრემიერ-მინისტრები და მოლდოვის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებენ ბუჩას გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა