ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

დონალდ ტრამპი - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი თავდასხმების მსხვერპლი, მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ თქვენთვის ვიბრძვი

ნახვები: 597 დონალდ ტრამპი - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი თავდასხმების მსხვერპლი, მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ თქვენთვის ვიბრძვი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სასამართლოში წარდგენამდე ორი დღით ადრე მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი მოწინააღმდეგეები არჩევნებში მილიარდობით დოლარის დახარჯვას გეგმავენ და მათი მიზანი აშშ-ის კომუნისტურ ქვეყნად ქცევაა.

„ჩვენ უკვე ოფიციალურად მესამე სამყაროს ქვეყანა ვართ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ თქვენთვის ვიბრძვი. ძალიან მარტივია. ისინი ვერ მყიდულობენ და ვერ მაკონტროლებენ და ეს მათ აშინებს. განსაკუთრებული ინტერესების მქონე გლობალისტმა დონორებმა სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის განადგურებით გამოიმუშავეს. სამაგიეროდ, ჩვენს საპრეზიდენტო კამპანიას ყოველთვის აფინანსებდნენ თქვენნაირი ძირძველი პატრიოტები“, – განაცხდა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში 4 აპრილს წარდგება, რა დროსაც მას თითის ანაბეჭდებს აუღებენ და მანჰეტენის სასამართლოში ფოტოს გადაუღებენ. დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი იქნება, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა