ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებლო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს

ნახვები: 600 2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებლო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს

2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებელო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს. პარლამენტი „სივრცითი მოწყობის შესახებ კოდექსში“ შესაბამის ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებს.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე განმარტავს, რომ თბილისში აღნიშნული პროექტი 2019 წლიდან მოქმედებს და დღეს უკვე სახეზეა – ბევრი გამწვანებული ახალი საცხოვრებელი კომპლექსი და ობიექტები, მათ შორის კვების ობიექტები, რომლებიც მოწყობილია გამწვანების პროექტით.

მისი თქმით, ახალი ცვლილებები საშუალებას იძლევა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ქაოტური მშენებლობები დარეგულურდეს და სადაც შესაძლებელია, გამწვანება მოეწყოს და ახალი რეკრეაციული სივრცეები შეიქმნას თითოეულ უბანში, თითოეულ კორპუსთან.

„მუნიციპალიტეტები დაადგენენ იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალს, რომლებიც ადეკვატურია ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. თითოეულ მუნიციპალიტეტს დავეხმარებით, კანონის ძალაში შესვლამდე ერთი წელი გამოყენებული იყოს, რომ მუნიციპალიტეტები მზად იყვნენ, შეათანხმონ დენდროლოგიური პროექტი, ე.წ. გამწვანება და დამტკიცდეს ხე-მცენარეთა სტანდარტები. თბილისის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აღნიშნული პროექტი სარგებლიანი იყო არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ დეველოპერებისთვისაც“, – განაცხადა ბითაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა