ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იენს სტოლტენბერგი - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში, ამიტომ ვაძლიერებთ ნატო-ს და ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე

ნახვები: 614 იენს სტოლტენბერგი - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში, ამიტომ ვაძლიერებთ ნატო-ს და ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე

მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსეთის სამხედრო ძალის ზრდას ჩრდილოეთში, ფინეთის და შვედეთის მახლობლად, არამხოლოდ ვხედავდით რუსეთის სამხედრო ძალის ზრდას, არამედ ვხედავთ რუსეთის და პრეზიდენტ პუტინის სურვილს, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ალიანსში ფინეთის გაწევრიანების ცერემონია უნდა დაიწყოს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილება, ნატო-ში წევრობის განაცხადი წარედგინათ.

„საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში გასულ წელს. ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში და სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ ნატო-ს, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე, სწორედ ამიტომ ახორციელებენ მეტ ინვესტიციას მოკავშირეები ახალ, თანამედროვე შესაძლებლობებში. სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილება წარედგინათ ნატო-ში წევრობის განაცხადი. პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეჭრით უნდოდა ნაკლები ნატო მის საზღვრებთან, რომ დაეხურა ნატო-ს კარი ახალი წევრებისთვის ევროპაში, მან მიიღო სრულიად საპირისპირო. ის იღებს მეტ მზადყოფნას, მეტ ჯარისკაცს ხმელეთზე, ჰაერში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე და იღებს მეტ წევრს, ფინეთს დღეს და მალე ასევე შვედეთს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა