ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კელი დეგნანი - არასოდეს განგვიხორციელებია ზეწოლა მოსამართლეზე საქართველოში

ნახვები: 613 კელი დეგნანი - არასოდეს განგვიხორციელებია ზეწოლა მოსამართლეზე საქართველოში

არასოდეს განგვიხორციელებია ზეწოლა მოსამართლეზე საქართველოში, წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა იყო იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო სასამართლო სისტემა, გაუმჯობესებულიყო გამჭვირვალობა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ელჩს კითხვა დაუსვეს: „დღეს მოვისმინეთ ბრალდებები საელჩოს და თქვენი მისამართითაც, მათ შორის, მოსამართლე მურუსიძისგან, მანამდე არსებობდა ანალოგიური ბრალდებები მოსამართლე ჩხიკვაძის, ეს იყო გვარამიას საქმის მოსამართლე, როდესაც ის ამბობდა, რომ საელჩოს თანამშრომელმა მას პირდაპირ მოსთხოვა ანგარიში და ამის შემდგომ გაუქმდა მისი ვიზიტი. ამ თემაზე იყო არაერთი გამოხმაურება, ჩაერია თუ არა საელჩო მოსამართლის დამოუკიდებლობაში, კონკრეტული დეპუტატებიც კი გისვამდნენ კითხვას, ადასტურებთ თუ უარყოფთ ამ ფაქტს?“

როგორც ელჩმა აღნიშნა, არაერთ მოსამართლეს შეხვედრია, რომლებიც არიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი და მათ სურთ, იშრომონ თავისი საზოგადოებისთვის და აღასრულონ სამართალი.

„როგორც ვთქვი, დიდი პროგრესია მიღწეული, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ძალიან ბევრ მოსამართლესთან. მე იურისტი ვარ და ყოველთვის ძალიან მაინტერესებს მათი საქმიანობის შესახებ და ამერიკის დახმარება არის თუ არა მათთვის ეფექტური, ყოველთვის ვეკითხები ხოლმე ამას, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს. მე ასევე ძალიან მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს, რომლებიც არიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი და მათ სურთ, იშრომონ თავისი საზოგადოებისთვის და აღასრულონ სამართალი. მათ უნდათ იმუშაონ ჩარევის, დაშინების გარეშე და სწორედ ამას ითხოვენ ისინი, სწორედ ამას უჭერს მხარს აშშ თავის პროგრამებით, ეს არის ძალიან წარმატებული პროგრამა, როდესაც ქართველი და ამერიკელი მოსამართლეები ცვლიან მოსაზრებებს. წლების მანძილზე ძალიან ეფექტურია ეს პროგრამა და ეხმარება საქართველოს სასამართლოს“, – განაცხადა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა