სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

რა იქნება 1 ნოემბერს - გავიღვიძებთ თუ არა სხვა ქვეყანაში?

28.10.2020 ნახვები: 799

მაშ ასე, არჩევნები, რომელზეც ამდენს ბჭობდნენ თბილისის ქუჩებში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, კარს მოგვადგა. უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო ატმოსფერო ქვეყანაში უჩვეულოდ მშვიდია - თუ გავითვალისწინებთ იმ ჯოჯოხეთს, რომელიც ჩვენ, ყველამ არაფრისმომცემი საპრეზიდენტო კამპანიის დროს ვიხილეთ, წესით, გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, ყველაფერი გაცილებით უფრო მძიმედ უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე არაა - რამდენიმე ჩხუბი, ტრადიციულად, პრობლემურ რეგიონებში, ზომიერად მწვავე ურთიეთგინება მედიაში და საკმაოდ მდორედ მიმდინარე კომპრომატების ომი... აი, სულ ესაა.


რაც მთავარია, დაძაბულობა თითქმის არ იგრძნობა საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, პოლარიზება არსად გამქრალა, მაგრამ ხალხი სულ უფრო ნაკლებად კამათობს პოლიტიკაზე და ეს საქართველოსთვის აშკარად სიახლეა.
ძნელი სათქმელია, რითია ეს გამოწვეული. ალბათ, იმით, რომ ქვეყანა ყელამდეა ჩაფლული პანდემიაში, ადამიანები ეკონომიკური კრიზისის პირობებში გადარჩენაზე ფიქრობენ, თანაც ყველას ყელში აქვს ამოსული ქართული პოლიტიკა, თავისი პროგნოზირებადობით და უპრინციპობით, თუმცა ეს თეორიული მსჯელობის საკითხია და მას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს.
მნიშვნელოვანი კი მხოლოდ ერთი რამეა - რა იქნება 1 ნოემბერს? გავიღვიძებთ თუ არა სხვა ქვეყანაში თუ „ქართული ოცნება" მე-3 წრეზე წავა?
წესით, დღევანდელი ხელისუფლების პანღურით გაგდება ღირსების საკითხი უნდა იყოს. დღეს ქვეყანას მართავს, ფაქტიურად, ერთი, საშუალოზე დაბალი გონებრივი შესაძლებლობების ადამიანი, რომელმაც თავისი მმართველობის პოზიტიური პოტენციალი ჯერ კიდევ 2013 წელს ამოწურა - ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში.
მასთან ერთად, დღეს ქვეყანას მართავს დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს და ახალგაზრდებში „ქურდულ გაგებას აბრუნებს" - ეს ბოლო „ქოცების" ყველაზე მძიმე დანაშაული ერის წინაშე და უპატიებელი იქნებოდა მაშინაც კი, სხვა ყველაფერში „ოცნებას" დიდ წარმატებისთვის რომ მიეღწია.
თუ 2020 წლის 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, საქართველოში არ მოხვდება არაფერი განსაკუთრებული - სახელმწიფო არ ჩამოიშლება, ქვეყანა რუსეთის კოლონია არ გახდება, ხალხი შიმშილის ზღვარზე არ დადგება.
ყველაფერი იქნება ზუსტად ისე, როგორც დღეს არის - ჩვენ გველის არა ნგრევის დინამიური პროცესი, არამედ, - მოსაწყენი უძრაობა, საბოლოო ჯამში, ნელი, აუჩქარებელი ლპობა!
ფუჭია იმედები, რომ აი, აწი ბიძინას გონება გაუნათდება და რაღაცის კეთებას დაიწყებს - არ გაუნათდება! „ქართული ოცნება" გააგრძელებს იმას, რაც ყველაზე კარგად იცის - მოძრაობას ინერციით.
დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ იქნება პროგრესი - ქოცებს ამისთვის გაქანება და ფანტაზია არ ჰყოფნით. დაუკვირდით: საქართველოს ეკონომიკაში მხოლოდ ის დარგები ვითარდება, რომლებიც დღევანდელმა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო - ტურიზმი, მშენებლობა და სამკერვალო წარმოება.


8 წლის განმავლობაში „ოცნებას" ერთი ახალი დარგიც არ შეუქმნია და ქვეყანა ტრიალებს ერთსა და იგივე წრეზე - ავაშენებთ მეტ საცხოვრებელ კორპუსს, მოვიზიდავთ მეტ უცხოელ ტურისტს, გავყიდით მეტ ფეროშენადნობებს და ვიყიდით ყველაფერ დანარჩენს...
არ შეიცვლება ვითარება საჯარო სექტორში, რომელიც პარადოქსულ მდგომარეობაშია - სახელმწიფო სტრუქტურების ზედა ეშელონები დაიპყრეს „ქოცაქტივისტებმა", აქტივისტების ნათესავებმა და ახლობლებმა. ისინი არაფრის კეთებაში უზარმაზარ ხელფასებს იღებენ. ერთი შეხედვით, ყველაფერი უკვე კარგა ხანი უნდა დანგრეულიყო, მაგრამ არა, საჯარო სტრუქტურები მუშაობენ და ქვეყნის მართვა შეუფერხებლად ხდება. ამ ფენომენის უკან დგას ბიუროკრატიის საშუალო ფენა, რომელიც იღებს მცირე ხელფასს და ათმაგად მუშაობს მაშინ, როდესაც უფროსობა ცხოვრებით ტკბება.
სწორედ ამ მშრომელ და უსიტყვო ფუტკრებზე დგას დღეს ქართული სახელმწიფოს სტაბილურობა. სავარაუდოდ, ესეც არ შეიცვლება და ძველებურად დარჩება, თუმცა მთლიანობაში ქვეყანა უპერსპექტივობასა და უძრაობაში ჩახჩობას გააგრძელებს. „ქართული ოცნება" არის ჩიხი და მისი მოშორება ღირსების საკითხია, თუმცა საქართველოში პატივმოყვარეობა ყვავის, ღირსება კი დიდ დეფიციტშია.
ამიტომაც ერთია, რა „უნდა იყოს" და სულ სხვაა, „რა იქნება", ან „სავარაუდოდ, რა იქნება".
„ქართული ოცნების" ჩამოგდება ადვილი საქმე არაა იმიტომ, რომ მას ჰყავს თავისი, მტკიცე ამომრჩეველი. მასზე არ მოქმედებს კომპრომატები, მათ არ აღელვებთ „ქოცლიფსიტების" მიერ ნაქურდალი ფულით აშენებული სასახლეები. ხვალ რომ დაანახოთ ვიდეოკადრები, სადაც მათი მზეთამზე შებრაწულ ბავშვებს მიირთმევს, არც ეს შეაწუხებთ!
საბიუჯეტო სფერო, თავისი ოჯახების წევრებით, მოსახლეობის 10-15%-ია, რომელსაც სიტყვა „მიშას" ხსენებაზე კრუნჩხვები ემართება, წვრილფეხა „ძველი ბიჭები" და კრიმინალები თავიანთი ოჯახების წევრებით, - აი, ესაა „ოცნების" ურყევი რესურსი, რომელიც მას ხმას მისცემს სახელმწიფოებრიობის ბოლომდე დანგრევამდე.


ამ მოცემულობას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის - საჯარო სტრუქტურებში მომუშავე განათლებული და ცივილიზებული ადამიანები იწუწუნებენ, მთავრობას ბევრს აგინებენ, მაგრამ საარჩევნო ურნების პირისპირ გახსენდებათ, რომ აქვთ სამუშაო, ხელფასები, შეღავათები, სესხები...
რადიკალი „ანტიმიშისტები" ისტორიისა და სამყაროს ბოლო წუთამდე ხმას „ქოცებს" მისცემენ, რადგანაც მათი გადასახედიდან, ბიძინა მიშას არდაბრუნების ერთად-ერთი გარანტია, მათ კი ამის გარდა არაფერი ანაღვლებთ!
ვის მისცემენ ხმას „ძველი ბიჭები და „მაყურებლები", რომლებიც სწორედ „ოცნებამ" მიუშვა თავის ნებაზე - ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა.
მეორე მხარეზეა „ნაციონალური მოძრაობა", ასევე, თავისი მტკიცე ელექტორატით, თუმცა ის 25-28%-ს არ აღემატება, ეს კი გამარჯვებისთვის საკმარისი არაა.
მთელი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი დარჩენილ მერყევ 15-20%-ზე ნადირობს, თუმცა მაღალია იმის ალბათობა, რომ შუაშისტების დიდი ნაწილი საბოლოოდ მოიქცევა ისე, როგორც იქცევა ყოველთვის - სახლში დარჩება.
ოპოზიციურ პარტიებს ამ ინერტული მასის გადაჭარბებული იმედი აქვთ. პოლიტიკოსები დადიან ბაზრებში, ესაუბრებიან ტაქსისტებს და მათი მხრიდან ქება-დიდებას სრულიად სერიოზულად იღებენ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ქართული ლუმპენ-პროლეტარები ყოველთვის იმას ამბობენ, რისი მოსმენაც მოსაუბრეს სურს...


ისინი დღეს ერთ პარტიას ეუბნებიან „მხოლოდ თქვენი იმედი გვაქს", ხვალ - მეორეს, ზეგ კი - მესამეს.
საბოლოო ჯამში კი, ყველას ერთნაირი გაწბილება ელის. ასე რომ, ნუ გჯერათ თქვენი შიდა გამოკითხვების... რეალობა სულ სხვანაირია.
მინდა, ვცდებოდე, თუმცა, სავარაუდოდ, ამ არჩევნებში „ქართული ოცნება" მცირე უპირატესობით, წვალებით, მაგრამ გაიმარჯვებს.
უსაქმური თაღლითების ხელისუფლებიდან გასტუმრება 2024 წლამდე გადაიდება...
თენგიზ აბლოთია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა