ირაკლი კობახიძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი
ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს
ევროპარლამენტის უპრეცენდენტოდ მკაცრი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება
თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია
მამუკა ხაზარაძე - მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს
ე.წ. პარლამენტმა ე.წ.მთავრობას ნდობა გამოუცხადა
„ძლიერმა საქართველომ“ ე.წ. პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

გოჩა მირცხულავა - ირაკლი რუხაძე თუ დავით კეზერაშვილი? ვისაც ქართველი პენსიონერები ფეხებზე გეკიდათ, ისინი ევროპელ ბებიებზე და ბაბუებზე ცრემლებს ნუ ღვრით

12.04.2023 ნახვები: 867

"თუ ირაკლი რუხაძის ტელევიზიაში მუშაობა არ ტეხავს - არც კეზერაშვილის, მით უფრო, რადგან ლიბერთი ბანკისგან ქართველი პენსიონერების ძარცვა თუნდაც პლასტიკური ბარათების პინ კოდების სამ ლარად გაყიდვა - დადასტურებული ფაქტია. კეზერაშვილს კი უნდა დაუმტკიცოთ.
ვისაც ქართველი პენსიონერები ფეხებზე გეკიდათ, ისინი ევროპელ ბებიებზე და ბაბუებზე ცრემლებს ნუ ღვრით", - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ბიბისის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ქართულ მედიაში ატეხილ აჟიოტაჟს.
 
"რატომ ჰგონიათ განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომ მათი ქმედებები ადამიანებს ავიწყდებათ? ჩვენ გვახსოვს ვინ სად იყო და როგორ იყო 2003 წლამდე, 2003- 2007 წლებში, 2008-2012 წლებში. ისიც გვახსოვს, ვინ სად და როგორ "მოგზაურობს" 2012 წლიდან დღემდე.
მედიაში მესმის მხოლოდ სარედაქციო პოლიტიკა და არაფერი სხვა. თუმცა ეს არაფერი ან უფრო სწორად ყველაფერი სხვა, არავინ უნდა იკადროს და არაფრის ფასად. კრედიტები ჩვეულებრივ ადამიანებსაც აქვთ, მათაც ჰყავთ შვილები, მათაც ჰყავთ ასაკოვანი მშობლები.
ის რასაც დღეს ვუყურებ და ვხედავ არის ცუდი თუნდაც კოლეგიალობის კონტექსტში, თუმცა ქართული მედია არასოდეს ყოფილა კოლეგიალური, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოცემებისა თუ მაუწყებლების ინტერესი და დღის წესრიგი ემთხვეოდა ერთმანეთს.
თავისუფალი მედია პირველ რიგში ნიშნავს პასუხისმგებლობას, მათ შორის საგადასახადოს და არა საგადასახადო შეღავათების რეჟიმში ყოფნას. გინდათ გაგახსენოთ? 2010 წელს, ქართულ ტელევიზიებს 36 მილიონი ლარი ჩამოეწერათ, რომლიდანაც 25 მილიონი “რუსთავი 2”-სა და “იმედზე” მოდიოდა, 9 მილიონი კი – საზოგადოებრივ მაუწყებელზე; 2012 წლის ოქტომბერში გამოცხადებული საგადასახადო ამნისტიის დროს კი ტელეკომპანია “იმედის” საგადასახადო დავალიანება 13 მლნ ლარს სცდებოდა, “რუსთავი 2”-ის კი – 5 მილიონს;
2015 წელს, მთავრობის განკარგულებით, 16-მილიონიანი ვალი ჩამოეწერა საზოგადოებრივ მაუწყებელს. 2019 წლის აგვისტოს ინფორმაციით მაუწყებლების დავალიანებები ასე გამოიყურებოდა: “რუსთავი 2”-ს – დაახლოებით 28 მილიონი;“იმედს” – დაახლოებით 19 მილიონი; “მაესტროს” – 8 მილიონზე მეტი. და მაინტერესებს აქ როგორ არის საქმე დღეს, გადაიხადეს ამათ ეს დავალიანება თუ საგადასახადო საიდუმლოების რეჟიმში ჩამოეწერათ?
ესეც იმის მაუწყებელია, რომ თუნდაც ამ მაუწყებლებში დასაქმებული ადამიანები სხვადასხვა პერიოდში სწორედ იმათ აყენებდნენ ზიანს, თითქოს ვის სამსახურში დგანან. მფლობელებზე საუბარი არ ღირს საერთოდ, რადგან იგივე რუხაძე და მისი „ლიბერთი ბანკი“ წლების განმავლობაში ძარცვავდნენ პენსიონერებს, არც ახლა აკლებენ და რა? ყველამ იცის რეალურად რომ ჩვენ თავისუფალი მედია არ გვაქვს და გვყავს. ჩვენთან არის სახელისუფლებო მედია და ოპოზიციური მედია პარტიული ელფერით.
უფრო მეტიც - სახელისუფლებო ფრთაზე პრობლემა უარესია, რადგან რეალური მფლობელი სულაც არ გახლავთ მფლობელი და მას უამრავი „ხაზეინი“ ჰყავს.
შესაბამისად, „აქ“ ქალიშვილი არავინაა და ახლა იმის მტკიცებას ვინ უფრო კდემაა და ვინ უფრო მოთხოვნადი, აზრი არ აქვს.
და ბოლოს, ამასაც ვერ ავუვლი გვერდს. როდესაც მედია ზოგადად სტანდარტზე საუბრობს სხვასთან მიმართებაში პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ეძებოს პრობლემა. ერთი შეხედვით მარტივ თემას ვიტყვი - ჟურნალისტთა სტაჟირება. ის რასაც თქვენ აკეთებთ არანაირი სტაჟირება არ არის, ეს შრომის ექსპლუატაციაა. უფრო უარესი - ეს არის პროფესიის შეძულება ადამიანებისთვის. ჰო, სტაჟიორების „გაშტატვის“ მანკიერ და ყოვლად უზნეო ფორმებზე არაფერს ვიტყვი - თქვენს სინდისზე იყოს.
ეს ყველაფერი იმისთვის, რომ თუ ირაკლი რუხაძის ტელევიზიაში მუშაობა არ ტეხავს - არც კეზერაშვილის, მით უფრო, რადგან ლიბერთი ბანკისგან ქართველი პენსიონერების ძარცვა თუნდაც პლასტიკური ბარათების პინ კოდების სამ ლარად გაყიდვა - დადასტურებული ფაქტია. კეზერაშვილს კი უნდა დაუმტკიცოთ.
ვისაც ქართველი პენსიონერები ფეხებზე გეკიდათ, ისინი ევროპელ ბებიებზე და ბაბუებზე ცრემლებს ნუ ღვრით - დაგავიწყდათ, რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა?", - აცხადებს გოჩა მირცხულავა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა