ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კელი დეგნანი - რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა, ვიზის განსაზღვრა ნიშნავს, რომ გარკვეული პირები და მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას

ნახვები: 595 კელი დეგნანი - რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა, ვიზის განსაზღვრა ნიშნავს, რომ გარკვეული პირები და მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას

რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა, ვიზის განსაზღვრა ნიშნავს, რომ გარკვეული პირები და აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, „ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება იმავე შედეგებამდე მივა“.

„რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას, ამის საფუძველია საინფორმაციო წყაროების მრავალფეროვნება, მათ შორის არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ინფორმაციის უმრავლესობა ცნობილია და წლების განმავლობაში ფართოდ იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება იმავე შედეგებამდე მივა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

5 აპრილს აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

7 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „სამ მოსამართლესა და ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის სანქცია, არის სავიზო შეზღუდვა და იყო ენობრივი თარგმანის პრობლემა“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა